https://sputnik-georgia.com/20210721/dRis-astroprognozi-zodiaqos-niSnebisTvis-21-ivlisi-252366537.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 ივლისი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 ივლისი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 21.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-21T00:15+0400
2021-07-21T00:15+0400
2021-07-21T09:14+0400
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24179/45/241794500_0:99:1920:1179_1920x0_80_0_0_bc4c3296838d06e5ea77f0a8de43bb18.jpg
დღეს 2021 წლის 21 ივლისია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.მთვარე მშვილდოსანში ენერგიით გვასაჩუქრებს. საჭიროა პრიორიტეტების განაწილება და ყველაზე რთულ საქმეებთან შეჭიდება. ზოგადად, სასარგებლოა თამამად მოქმედება – გრძნობების აღიარება, ფინანსური საკითხების გადაჭრა, მიზნების მიღწევისთვის ბრძოლა. ლაპარაკთან დაკავშირებით კი სიფრთხილე გვმართებს. „მწარე ენის“ გამო შეიძლება გარშემომყოფებს ვაწყენინოთ. ამიტომ საჭიროა სიტყვების გაკონტროლება და მხოლოდ პოზიტიური ენერგიის გადაცემა ირგვლივ.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 ივლისი>>ვერძი: ძალიან ენერგიული ხართ. ეცადეთ, სწორად გაანაწილოთ ძალები და დაიპყროთ ის მწვერვალები, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით. ყველაფერი გამოგივათ, განსაკუთრებით კი იმათ გაუმართლებს, ვინც საქმეებს შემოქმედებითად მოეკიდება. ასე რომ, შემოქმედებითმა ვერძებმა არ უნდა შეიზღუდოთ თავი ჩარჩოებითა და საზღვრებით. ასევე კარგი დღეა ემოციების გაზიარებისთვის, მაგრამ მხოლოდ – დადებითი.კურო: მზად ხართ ახალი თავგადასავლებისა და შთაბეჭდილებებისთვის, მაგრამ ფრთხილად იყავით – ყველა მათგანი დადებითი შედეგებით არ დასრულდება. ენერგია მოზღვავებული გაქვთ და მთების გადადგმა შეგიძლიათ. ეცადეთ ყველაზე რთულ საქმეებს შეეჭიდოთ, რომ მათ სწრაფად გაუმკლავდეთ – ყველაფერი გამოგივათ. რთული მოლაპარაკებების დროს „ჩართეთ“ თქვენი მომხიბვლელობა – ის კომპრომისების მოძებნაში დაგეხმარებათ.ტყუპი: გავნებთ ყურადღების გაფანტვა – ბევრ დროს დაკარგავთ ფუჭად. სჯობს, ერთ კონკრეტულ რამეზე გაამახვილოთ გონება. სარგებელს მოგიტანთ შეხვედრების ამ დღეს დანიშვნა – ნებისმიერ მოლაპარაკებებში გაგიმართლოებთ. უარი არ თქვათ ყველაზე არასტანდარტულ წინადადებებზე – მომავალში ისინი კარგ შემოსავალს მოგიტანთ, ისეთს, როგორიც ვერც კი წარმოგედგინათ.კირჩხიბი: გააკეთეთ ის საქმეები, რომელთა გადადება არ შეიძლება. ეცადეთ, ძალები სწორად გაანაწილოთ, რომ ყველაფერზე გეყოთ. სამუშაოზე არაერთმნიშვნელოვანი სიტუაციაა – მოულოდნელმა ცვლილებებმა შეიძლება თქვენი კარიერა თავდაყირა დააყენოს. საბედნიეროდ, ეს ცვლილებები პოზიტიური იქნება და მხოლოდ დაგეხმარებათ მიზანთან მიახლოებაში. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს – შეიცვალეთ იმიჯი, გაისეირნეით მაღაზიებში ან დაისვენეთ.ლომი: მოგენატრათ ახალი შეგრძნებები და თავგადასავლები? გაგიმართლათ – დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც არასტანდარტულ ვითარებებში აღმოჩნდებით. ეს მხოლოდ წაგადგებათ, დაგეხმარებათ, რომ ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედოთ. კარგი იქნება, თუ ინიციატივას გამოიჩენთ, იაქტიურებთ, უარს არ იტყვით შემოთავაზებულ წინადადებებზე. პირად ფრონტზე კი სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ – თქვენს პარტნიორს ეს მოხიბლავს.ქალწული: დღეს დილიდან უნდა იყოთ აქტიური და ინიციატივიანი. არ შეუშინდეთ რთულ საქმეებს – იღბალი თქვენ გვერდითაა. თამამად გაიცანით ადამიანები, ყურადღებით მოისმინეთ ინფორმაცი3ები – ყველაფერი ახალი შესაძლოა თქვენთვის მატერიალური მოგებით შემობრუნდეს. საღამოს დრო ახლობლებთან გაატარეთ. ექსპერტების აზრით, ნამდვილად არ გაწყენთ ფინანსური თემების განხილვა.სასწორი: არ ღირს დღეს მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი. კარგი იქნება, თუ ახლობლებზე და საყვარელ ადამიანზე იფიქრებთ. დაურეკეთ მათ ან მიაკითხეთ და დაინტერესდით, რამე ხომ არ უჭირთ, დახმარება ხომ არ სჭირდებათ. კარგი იქნება გულუხვობა – ეს აუცილებლად აისახება თქვენს კარმაზე. ასევე სარგებელს მოიტანს სხვებისთვის თქვენი რჩევების, მოსაზრებებისა და იდეების გაზიარება – ეს თქვენს თანამოსაუბრეზე აუცილებლად დადებითად აისახება.მორიელი: მოჭარბებული ენერგია გაქვთ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ის სწორად გადაანაწილოთ – დაამთავროთ ძველი საქმეები და ახლის დაწყებაც მოასწროთ. რაღაც ვითარებებში სითამამე არ გაწყენთ – ეს მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. დაიტოვეთ დრო გართობისთვის. აუცილებელია დასვენება, მოდუნება, რათა კვირის მეორე ნახევარმა ასევე აქტიურად ჩაიაროს.მშვილდოსანი: დროა, ძველისა და უსარგებლოსგან გათავისუფლდეთ და ცხოვრებაში ცვლილებები და ახალი კაშკაშა ემოციები მიიღოთ. ყველაფერი გამოგივათ, თუ ნივთებზე, აზრებსა და კავშირებზე ადვილად და მარიტვად იტყვით უარს. კარგი დროა გრძელვადიანი გეგმების დასაწყობად. საღამოს მუშაობა არ ღირს. სჯობს, ამ დროს დაისვენოთ და გაერთოთ.თხის რქა: დღეს თქვენი მომხიბვლელობა მთელი სიმძლავრით უნდა გამოიყენოთ – ის დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში ან პირად ცხოვრებაში – არაა გამორიცხული, ვინმე თქვენით მოიხიბლოს. განწყობა სათანადო სიმაღლეზე გექნებათ და კარგი იქნება, თუ ამას სხვებსაც „გადასდებთ“ – იხუმრებთ, ქათინაურებს არ დაიშურებთ, დაეხმარებით გარშემომყოფებს გაჭირვების დროს. მაგრამ მიზნის მიღწევა ყველა ხერხის გამოყენებით არ ღირს – დაზოგეთ ძალები და ჯერ ინფორმაცია შეაგროვეთ.მერწყული: დღეს შეიძლება როგორც ქანცგაწყვეტამდე მუშაობა, ისე უსასრულოდ დასვენება. ამ ყველაფერზე ენერგიაც გეყოფათ და დროც. ასევე კარგი დროა იმისთვის, რომ თავი სხვადასხვა სფეროში წარმოაჩინოთ. არაფერს შეუშინდეთ და არ მოგერიდოთ, გამოიყენეთ ყველა შანსი. ვარსკვლავები ასევე გირჩევენ, რომ საკუთარ თავზე ეკონომია არ გასწიოთ – იყიდეთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ, ან ეწვიეთ სილამაზის სალონს...თევზები: დღეს ბევრი საქმე გელოდებათ და ამასთან სიტუაციები უსწრაფესად შეიცვლება. ეცადეთ ყველაფერზე სწრაფი რეაგირება მოახდინოთ და აეწყოთ შექმნილ ვითარებაზე. საჭიროა ემოციების გაკონტროლება, არ ღირს მისი სხვებისთვის ჩვენება. ამას იღბლის დაფრთხობა შეუძლია. ასევე ხეირს მოგიტანთ, თუ ცოტა ეგოისტი იქნებით და ყველაფერს მოგების კუთხით შეხედავთ.
https://sputnik-georgia.com/20210719/zodiaqo-vis-SeuZlia-Ralatis-patieba-252350478.html
https://sputnik-georgia.com/20210715/zodiaqo-SeuTavsebeli-da-amave-dros-mimzidveli-wyvilebi-252308779.html
https://sputnik-georgia.com/20200716/zodiaqos-niSnebis-fobiebi-248978744.html
https://sputnik-georgia.com/20180525/zodiaqos-niSnebis-bedi-karmuli-gza-240611062.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24179/45/241794500_108:0:1812:1278_1920x0_80_0_0_d76767c7c611f52b2978cc8cd7029811.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 ივლისი
00:15 21.07.2021 (განახლებულია: 09:14 21.07.2021) გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 21 ივლისია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
მთვარე მშვილდოსანში ენერგიით გვასაჩუქრებს. საჭიროა პრიორიტეტების განაწილება და ყველაზე რთულ საქმეებთან შეჭიდება. ზოგადად, სასარგებლოა თამამად მოქმედება – გრძნობების აღიარება, ფინანსური საკითხების გადაჭრა, მიზნების მიღწევისთვის ბრძოლა. ლაპარაკთან დაკავშირებით კი სიფრთხილე გვმართებს. „მწარე ენის“ გამო შეიძლება გარშემომყოფებს ვაწყენინოთ. ამიტომ საჭიროა სიტყვების გაკონტროლება და მხოლოდ პოზიტიური ენერგიის გადაცემა ირგვლივ.
ვერძი: ძალიან ენერგიული ხართ. ეცადეთ, სწორად გაანაწილოთ ძალები და დაიპყროთ ის მწვერვალები, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით. ყველაფერი გამოგივათ, განსაკუთრებით კი იმათ გაუმართლებს, ვინც საქმეებს შემოქმედებითად მოეკიდება. ასე რომ, შემოქმედებითმა ვერძებმა არ უნდა შეიზღუდოთ თავი ჩარჩოებითა და საზღვრებით. ასევე კარგი დღეა ემოციების გაზიარებისთვის, მაგრამ მხოლოდ – დადებითი.
კურო: მზად ხართ ახალი თავგადასავლებისა და შთაბეჭდილებებისთვის, მაგრამ ფრთხილად იყავით – ყველა მათგანი დადებითი შედეგებით არ დასრულდება. ენერგია მოზღვავებული გაქვთ და მთების გადადგმა შეგიძლიათ. ეცადეთ ყველაზე რთულ საქმეებს შეეჭიდოთ, რომ მათ სწრაფად გაუმკლავდეთ – ყველაფერი გამოგივათ. რთული მოლაპარაკებების დროს „ჩართეთ“ თქვენი მომხიბვლელობა – ის კომპრომისების მოძებნაში დაგეხმარებათ.
ტყუპი: გავნებთ ყურადღების გაფანტვა – ბევრ დროს დაკარგავთ ფუჭად. სჯობს, ერთ კონკრეტულ რამეზე გაამახვილოთ გონება. სარგებელს მოგიტანთ შეხვედრების ამ დღეს დანიშვნა – ნებისმიერ მოლაპარაკებებში გაგიმართლოებთ. უარი არ თქვათ ყველაზე არასტანდარტულ წინადადებებზე – მომავალში ისინი კარგ შემოსავალს მოგიტანთ, ისეთს, როგორიც ვერც კი წარმოგედგინათ.
კირჩხიბი: გააკეთეთ ის საქმეები, რომელთა გადადება არ შეიძლება. ეცადეთ, ძალები სწორად გაანაწილოთ, რომ ყველაფერზე გეყოთ. სამუშაოზე არაერთმნიშვნელოვანი სიტუაციაა – მოულოდნელმა ცვლილებებმა შეიძლება თქვენი კარიერა თავდაყირა დააყენოს. საბედნიეროდ, ეს ცვლილებები პოზიტიური იქნება და მხოლოდ დაგეხმარებათ მიზანთან მიახლოებაში. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს – შეიცვალეთ იმიჯი, გაისეირნეით მაღაზიებში ან დაისვენეთ.
ლომი: მოგენატრათ ახალი შეგრძნებები და თავგადასავლები? გაგიმართლათ – დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც არასტანდარტულ ვითარებებში აღმოჩნდებით. ეს მხოლოდ წაგადგებათ, დაგეხმარებათ, რომ ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედოთ. კარგი იქნება, თუ ინიციატივას გამოიჩენთ, იაქტიურებთ, უარს არ იტყვით შემოთავაზებულ წინადადებებზე. პირად ფრონტზე კი სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ – თქვენს პარტნიორს ეს მოხიბლავს.
ქალწული: დღეს დილიდან უნდა იყოთ აქტიური და ინიციატივიანი. არ შეუშინდეთ რთულ საქმეებს – იღბალი თქვენ გვერდითაა. თამამად გაიცანით ადამიანები, ყურადღებით მოისმინეთ ინფორმაცი3ები – ყველაფერი ახალი შესაძლოა თქვენთვის მატერიალური მოგებით შემობრუნდეს. საღამოს დრო ახლობლებთან გაატარეთ. ექსპერტების აზრით, ნამდვილად არ გაწყენთ ფინანსური თემების განხილვა.
სასწორი: არ ღირს დღეს მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი. კარგი იქნება, თუ ახლობლებზე და საყვარელ ადამიანზე იფიქრებთ. დაურეკეთ მათ ან მიაკითხეთ და დაინტერესდით, რამე ხომ არ უჭირთ, დახმარება ხომ არ სჭირდებათ. კარგი იქნება გულუხვობა – ეს აუცილებლად აისახება თქვენს კარმაზე. ასევე სარგებელს მოიტანს სხვებისთვის თქვენი რჩევების, მოსაზრებებისა და იდეების გაზიარება – ეს თქვენს თანამოსაუბრეზე აუცილებლად დადებითად აისახება.
მორიელი: მოჭარბებული ენერგია გაქვთ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ის სწორად გადაანაწილოთ – დაამთავროთ ძველი საქმეები და ახლის დაწყებაც მოასწროთ. რაღაც ვითარებებში სითამამე არ გაწყენთ – ეს მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. დაიტოვეთ დრო გართობისთვის. აუცილებელია დასვენება, მოდუნება, რათა კვირის მეორე ნახევარმა ასევე აქტიურად ჩაიაროს.
მშვილდოსანი: დროა, ძველისა და უსარგებლოსგან გათავისუფლდეთ და ცხოვრებაში ცვლილებები და ახალი კაშკაშა ემოციები მიიღოთ. ყველაფერი გამოგივათ, თუ ნივთებზე, აზრებსა და კავშირებზე ადვილად და მარიტვად იტყვით უარს. კარგი დროა გრძელვადიანი გეგმების დასაწყობად. საღამოს მუშაობა არ ღირს. სჯობს, ამ დროს დაისვენოთ და გაერთოთ.
თხის რქა: დღეს თქვენი მომხიბვლელობა მთელი სიმძლავრით უნდა გამოიყენოთ – ის დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში ან პირად ცხოვრებაში – არაა გამორიცხული, ვინმე თქვენით მოიხიბლოს. განწყობა სათანადო სიმაღლეზე გექნებათ და კარგი იქნება, თუ ამას სხვებსაც „გადასდებთ“ – იხუმრებთ, ქათინაურებს არ დაიშურებთ, დაეხმარებით გარშემომყოფებს გაჭირვების დროს. მაგრამ მიზნის მიღწევა ყველა ხერხის გამოყენებით არ ღირს – დაზოგეთ ძალები და ჯერ ინფორმაცია შეაგროვეთ.
მერწყული: დღეს შეიძლება როგორც ქანცგაწყვეტამდე მუშაობა, ისე უსასრულოდ დასვენება. ამ ყველაფერზე ენერგიაც გეყოფათ და დროც. ასევე კარგი დროა იმისთვის, რომ თავი სხვადასხვა სფეროში წარმოაჩინოთ. არაფერს შეუშინდეთ და არ მოგერიდოთ, გამოიყენეთ ყველა შანსი. ვარსკვლავები ასევე გირჩევენ, რომ საკუთარ თავზე ეკონომია არ გასწიოთ – იყიდეთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ, ან ეწვიეთ სილამაზის სალონს...
თევზები: დღეს ბევრი საქმე გელოდებათ და ამასთან სიტუაციები უსწრაფესად შეიცვლება. ეცადეთ ყველაფერზე სწრაფი რეაგირება მოახდინოთ და აეწყოთ შექმნილ ვითარებაზე. საჭიროა ემოციების გაკონტროლება, არ ღირს მისი სხვებისთვის ჩვენება. ამას იღბლის დაფრთხობა შეუძლია. ასევე ხეირს მოგიტანთ, თუ ცოტა ეგოისტი იქნებით და ყველაფერს მოგების კუთხით შეხედავთ.