დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 ივლისი

CC BY 2.0 / Angelo Romano / Portoპორტუგალია
პორტუგალია - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 20 ივლისია, სამშაბათი. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
შესანიშნავი დღეა, რომელიც სავსეა ახალი შთაბეჭდილებებითა და საინტერესო ნაცნობობით. მოსალოდნელია რომანტიკა, შემოქმედებითი მგზნებარება, იუმორი და საბედისწერო შეხვედრები. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ დისციპლინა, კანონები და შაბლონები – ეს უცნაური ისტორიებიდან თავის დასაღწევად ან სერიოზული პრობლემის გადასაჭრელად გამოგვადგება. არ ღირს ოცნებაზე ან მიზანზე გამოდევნება, ამან შეიძლება რეალობას მოგვწყვიტოს ან წარსულისგან „კარგი ალიყური“ მივიღოთ. სჯობს, დღევანდელი დღითა და ცხოვრებით დავტკბეთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 ივლისი>>
ვერძი: თამამად გადით სახლიდან – გარეთ სიურპრიზები და საინტერესო წინადადებები გელოდებათ. იუმორის გრძნობა ძალზე მნიშვნელოვანია. ის დღეს ნებისმიერ ურთიერთობას გადაარჩეს, ამიტომ იხუმრეთ ენთუზიაზმით და ნებისმიერ სიტუაციაში თუ ადამიანში კარგი ეძებეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალ საქმეებთან დაკავშირებით ცოტა მოიცადოთ, ახლა აჯობებს, თუ უკვე დაწყებულს მიხედავთ.
მტირალი მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
ზოდიაქო: ვის შეუძლია ღალატის პატიება და ვის – არა
კურო: კარგი იქნება, თუ დღეს ყველაფერში სარგებელს მოძებნით. არ გაგიკვირდეთ და ახლო ურთიერთობებშიც კი უნდა დაფიქრდეთ, რისი მოცემა შეუძლია ამა თუ იმ ადამიანს. ვარსკვლავები ასევე გირჩევენ, პრობლემები ელვისებურად გადაჭრათ, რომ მათ „ფესვები არ გაიდგან“ თქვენს ცხოვრებაში. სულიერად რომ არ დაეცეთ ამ რთულ დროს, მეგობრებს მიმართეთ. ისინი აგიმაღლებენ განწყობას და საჭირო სიტყვებს შეარჩევენ თქვენთვის.
ტყუპი: საოცარი დღე გელოდებათ, როდესაც სამყარო სიურპრიზებითა და მოულოდნელი წინადადებებით გაგახარებთ. მაგრამ ეს მოდუნების საბაბი არ უნდა იყოს, პირიქით, ტონუსში უნდა იყოთ, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინოთ და თავბრუდამხვევი შანსებით ისარგებლოთ. შესაძლოა, თქვენი დღევანდელი გეგმები დაიმსხვრეს რეალობასთან შეჯახებით, მაგრამ საშიში არაფერია – ზოგიერთ სიტუაციაში მოგებულიც კი დარჩებით.
კირჩხიბი: იმუშავეთ არაქათის გამოცლამდე – დღეს გაქვთ შანსი, რომ კარგი თანხა და რეპუტაცია გამოიმუშაოთ. კარგი იქნება, თუ რამე ახალს მოსინჯავთ – ეს ენთუზიაზმს შეგმატებთ და ხელმძღვანელობას აჩვენებს, რომ ბევრი რამ შეგიძლიათ. თუ შედეგის მიღწევა გსურთ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. ვარსკვლავები ასევე გირჩევენ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
სიყვარული  პირველი რომანტიკული ოცნებებიდან იწყება - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
ზოდიაქო: შეუთავსებელი და ამავე დროს ერთმანეთისთვის მიმზიდველი წყვილები
ლომი: გადადეთ მუშაობა და მნიშვნელოვანი საქმეები, დატკბით ცხოვრებით. დღეს მხოლოდ ის უნდა გააკეთოთ, რაც სიხარულს მოგანიჭებთ. მაგალითად, გაიხსენეთ თქვენი რომელიმე ჰობი, საფუძვლიანად დაასუფთავეთ სახლი, მაგრამ იძულებით არაფერი გააკეთოთ. კარგი დღეა ნაცნობობისა და ურთიერთობებისთვის, მაგრამ სიტყვები საუბრისას ფრთხილად შეარჩიეთ, რომ არავის აწყენინოთ.
ქალწული: დღეს მხრებზე მძიმე ტვირთი დაგაწვებათ. ამ ყველაფრის მოგვარება მარტოს მოგიწევთ – სხვები მხოლოდ ხელს შეგიშლიან. საბედნიეროდ, გაგახარებთ შესანიშნავი სიახლეები და მოულოდნელი შესაძლებლობები. რომ ამოისუნთქოთ და „გადაიტვირთოთ“, ახლობლებთან გქონდეთ ურთიერთობა, ასევე იოცნებეთ. მათ კი, ვისაც მხოლოდ ნეგატივი მოაქვს, მოერიდეთ. გახსოვდეთ, განწყობა ხანდახან გადამდებია.
სასწორი: დღეს მნიშვნელოვანია კოლეგებთან საუბარი. თუნდაც ისინი შორს იყვნენ სამუშაო საქმეებიდან. ასე განამტკიცებთ კავშირებს მათთან და განწყობას აიმაღლებთ. დღეს თქვენი თანმდევი იღბალი იქნება, გაგიმართლებთ ყველაზე მოულოდნელ მომენტებში, შესანიშნავად გამოგივათ ყველაფერი, რასაც ხელს მოკიდებთ. გამოიყენეთ ეს დღე და შეეჭიდეთ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანს.
გოგონა, რომელიც ტირის - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
ზოდიაქოს ყველაზე წუწუნა, ბედზე მომჩივანი ნიშნები
მორიელი: დროა, სერიოზულად დაფიქრდეთ ფულზე. შესაძლოა, დღეს ის დროა, რომ თანხის გამომუშავების ღირსეული წყარო იპოვოთ ან მიხვდეთ, როგორ უნდა გააკეთოთ ეკონომია. დღეს ასევე კარგი იქნება გულწრფელი საუბრები ახლობლებთან – ისინი გაგიგებენ და მხარს დაგიჭერენ. ამასთან, ამ გულახდილი „აღსარების“ შემდეგ თქვენც ამოისუნთქავთ. სამსახურში კი შემტევი და ცოტა თავხედიც უნდა იყოთ – ასე კარიერულ კიბეზე ასვლის შანსი გაჩნდება.
მშვილდოსანი: ხელმძღვანელობასთან ლაპარაკი დღეს მარტივი არ იქნება, მაგრამ თუ პოზიტიურად განეწყობით, შეძლებთ საერთო ენის გამონახვას და კომპრომისის მოძებნას. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღებით იყოთ – დღეს შეძლებთ საოცარი შესაძლებლობების შემჩნევასა და გამოყენებას. კარგი დროა, რომ ცვლილებებზე იფიქროთ და რაღაც შეცვალოთ ცხოვრებაში, მაგრამ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ სწორი გზა შეარჩიეთ.
თხის რქა: გიჭირთ რამეზე ყურადღების კონცენტრირება – ფიქრებით იქ ხართ, სადაც სიმშვიდე და თქვენთვის საყვარელი გარემოა. ეს, რა თქმა უნდა, მუშაობას ხელს უშლის. ეცადეთ, ციდან დედამიწაზე დაეშვათ, რომ ხელმძღვანელობასთან უსიამოვნო საუბარი არ მოგიწიოთ. სხვათა შორის, დღეს საუბარს ვერ ააწყობთ არა მხოლოდ უფროსთან, არამედ ყველასთან ირგვლივ. ამიტომ ეცადეთ, ნაკლები ილაპარაკოთ, რათა არც თქვენი და არც სხვების განწყობა არ გააფუჭოთ.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა
მერწყული: დროა, ფიქერბიდან რეალურ სამყაროში გადმოინაცვლოთ – აქ პრობლემები და გადაუჭრელი საკითხები გელოდებათ. სამუშაოზე სარგებელს მოგიტანთ გონებრივი „შტურმები“, ამოცანებთან გუნდურად გამკლავება. იქონიეთ მეტი ურთიერთობები – დღეს თანამოსაუბრეებმა შესაძლოა თქვენთან დაკავშირებით უსიამოვნო სიმართლემდე ან კარგ იდეებამდე მიგიყვანოთ. ვარსკვლავები ასევე ფიზიკურ აქტიურობას გირჩევენ.
თევზები: საჭიროა მოქმედებების გეგმის დილითვე შედგენა და ამის მიხედვით მოქმედება. მაგრამ თუ რამე გეგმის მიხედვით არ წავიდა, არ ინერვიულოთ, შესაძლოა, რაღაცებში ციური სხეულები ჩაერიონ და დღის სცენარი ცოტა შეცვალონ. დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ, ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ პოზიტიურ ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობები. ასევე წაგადგებათ ადამიანების გაცნობა – მათ შეიძლება რამე დიდი საქმისკენ გიბიძგონ.
ყველა ახალი ამბავი
0