გამყრელიძე: საკოორდინაციო საბჭო კოვიდ-რეგულაციების გამკაცრებაზე იმსჯელებს

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
ეპიდემიოლოგების მოსაზრებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. მოსახლეობა მოშვებულია, პირბადეს ადამიანები დახურულ სივრცეებშიც აღარ ატარებენ, ამიტომ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადესთან დაკავშირებული რეგულაციები, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
მანამდე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო, შესაძლოა, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები ისევ დაწესდეს.
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამყრელიძე: ყველა ინდიკატორით წითელ ზონაში გადავედით
„რიგი გამკაცრებები, რა თქმა უნდა, იქნება, პირველ რიგში აღსრულებასთან მიმართებით. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციებს ღია სივრცეში, სადაც არის კოლექტიური შეკრებები, აუცილებელი ყოფილიყო ნიღბის ტარება. ამასთან დაკავშირებით მიდის მსჯელობა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, შტაბი დაამუშავებს აღნიშნულ საკითხს და შესაბამისი ცვლილებები პირბადის ტარებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებდა შეზღუდვები, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება თებერვლიდან დაიწყო.
ამჟამად საქართველოში თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური