https://sputnik-georgia.com/20210720/ceskos-tavmjdomaris-vinaoba-22-ivliss-gaxdeba-cnobili-252373526.html
ვინ გახდება ცესკოს თავმჯდომარე? პარლამენტში ხელახალი კენჭისყრა 22 ივლისს გაიმართება
ვინ გახდება ცესკოს თავმჯდომარე? პარლამენტში ხელახალი კენჭისყრა 22 ივლისს გაიმართება
Sputnik საქართველო
საპარლამენტო ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ საქართველოს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს. 20.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-20T18:35+0400
2021-07-20T18:35+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/13/249493917_0:0:2992:1693_1920x0_80_0_0_f7903e02d86c39b7d715084fe1117fef.jpg
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის კანდიდატურას 22 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრაზე ხელახლა დააყენებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე მიიღეს. ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ ადგილზე წარდგენილია ორი კანდიდატი – საქართველოს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 37 წლის გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 31 წლის გიორგი სანტურიანი.ხუთი წლის ვადით ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით კვირას, 18 ივლისს გამართულ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ჩავარდა – საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო დეპუტატების ხმების 2/3.ექვსი თვის ვადით ცესკოს თავმჯდომარედ გახდომისთვის ახლა კანდიდატისთვის საკმარისი იქნება 75 დეპუტატზე მეტმა დაუჭიროს მხარი.წინასწარი მონაცემებით, ცესკოს თავმჯდომარის პოსტს გიორგი კალანდარიშვილი დაიკავებს, რომელსაც კვირას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.ახალი წესების თანახმად, ხუთი წლის ვადით თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100 ხმა და მეტი). თუ ეს არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.
https://sputnik-georgia.com/20210718/saqarTvelos-parlamentma-5-wlis-vadiT-ceskos-Tavmjdomare-ver-airCia-252352949.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/13/249493917_0:0:2992:1881_1920x0_80_0_0_7f65451dca083a6e5ffc413d148ba6b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ვინ გახდება ცესკოს თავმჯდომარე? პარლამენტში ხელახალი კენჭისყრა 22 ივლისს გაიმართება
18:35 20.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) საპარლამენტო ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ საქართველოს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის კანდიდატურას 22 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრაზე ხელახლა დააყენებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ ადგილზე წარდგენილია ორი კანდიდატი – საქართველოს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 37 წლის გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 31 წლის გიორგი სანტურიანი.
ხუთი წლის ვადით ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით კვირას, 18 ივლისს გამართულ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ჩავარდა – საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო დეპუტატების ხმების 2/3.
ექვსი თვის ვადით ცესკოს თავმჯდომარედ გახდომისთვის ახლა კანდიდატისთვის საკმარისი იქნება 75 დეპუტატზე მეტმა დაუჭიროს მხარი.
წინასწარი მონაცემებით, ცესკოს თავმჯდომარის პოსტს გიორგი კალანდარიშვილი დაიკავებს, რომელსაც კვირას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ახალი წესების თანახმად, ხუთი წლის ვადით თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100 ხმა და მეტი). თუ ეს არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.