საქართველოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით ვერ აირჩია

© photo: Sputnikცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2021
გამოწერა
ოპოზიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ არც ერთ დეპუტატს არც კი უცდია კანდიდატურის მათთან შეთანხმება.
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიცია ვერ შეთანხმდნენ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის საკითხზე, შედეგად არც ერთი კანდიდატი არ იქნა არჩეული სრული ვადით (5 წლით).
კენჭისყრის შედეგად ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო 100 ხმის ნაცვლად 82 ხმა, ხოლო გიორგი სანტურიანმა - მხოლოდ 5 ხმა.
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატები წარუდგინა
კენჭისყრის ჩაშლამ მმართველი პარტიის უკმაყოფილება გამოიწვია.
„ის რაც დღეს ოპოზიციამ გააკეთა, არის საჯარო მოხელეების სტიგმატიზება, რომ რადგან ისინი არიან საჯარო სამსახურში, ცუდები არიან და მათ მხარი არ უნდა დავუჭიროთ... ერთი იმედი მაქვს მარტო. თუ საზოგადოების ნდობა აინტერესებთ, თავის მომხრეებზე დაელაპარაკებიან და იქნებ შემდეგ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირონ ამ კანდიდატებს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა.
ამაზე საპასუხოდ ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას“ კონსენსუსის მიღწევა არ სურს.
პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნებიდან“ არავის არც კი უცდია ოპოზიციასთან კანდიდატურის შეთანხმება.
თავმჯდომარეობის კანდიდატის ჩავარდნის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარის 6 თვით არჩევის საკითხზე განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს. ამისათვის საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
საარჩვენო კოდექსში მიღებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე სრული ვადით (5 წლით) დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტის დეპუტატების 2/3-ის თანხმობა (150 დეპუტატიდან). თუ ასე არ მოხდა, პარლამენტი ჩაატარებს განმეორებით კენჭისყრას თავმჯდომარის 6 თვით ასარჩევად. ამისათვის 150-დან 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილებები მიღებულია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0