https://sputnik-georgia.com/20210719/saqarTvelos-ukrainisa-da-moldovis-prezidentebma-baTumis-samitis-deklaracias-moaweres-xeli-252364818.html
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ბათუმის სამიტის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ბათუმის სამიტის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
Sputnik საქართველო
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე შემდგომი ნაბიჯები შეათანხმეს და ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 19.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-19T23:25+0400
2021-07-19T23:25+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252363782_0:310:3074:2048_1920x0_80_0_0_ad80fb17d1155843cf05955b32cef722.jpg
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. მემორანდუმს „საერთო გზა ევროპული ინტეგრაციისკენ“ საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის პრეზიდენტებმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მოაწერეს ხელი.მე-17 საერთაშორისო კონფერენციის - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ - მთავარი თემა სამ ასოცირებულ პარტნიორთან – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. აღნიშნული სამი ქვეყანა ახლახან ოფიციალურად აღიარეს როგორც ასოცირებული ტრიო.დეკლარაციით სამმა ქვეყანამ დაადასტურა აღმოსავლეთ პარტნიორობის გაღრმავებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელების მზადყოფნა რეფორმებისა და კანონმდებლობის დაახლოების გზით.„ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ რეფორმები, ადაპტაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის. გავაძლიეროთ ჩვენი სამართლის უზენაესობის პრინციპები და ასევე ვკისრულობთ ვალდებულებას, რომ ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი და გავაძლიეროთ ერთმანეთი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.„ბათუმის სამიტის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ჩვენს ვალდებულებებს ასახავს. ჩვენ საერთო სურვილი გვაქვს - გავწევრიანდეთ ევროკავშირში“, - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა წარმოადგინოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მკაფიო ხედვა.„დეკემბერში უნდა გაიმართოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან ამ პარტნიორობის მიზნების სტრატეგიული ხედვის არარსებობის გამო ეს ფორმატი არც ისე საგნობრივია“, - აღნიშნა კონფერენციაზე ზელენსკიმ.ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მიმდინარე წლის დეკემბრისთვის დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პრიორიტეტებზე ისაუბრა.„პირველი პრიორიტეტი – მოდით, ვცადოთ მეტი ფინანსური დახმარების მობილიზება და ვიყოთ ინოვაციურები, ვიმუშაოთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდასაჭერად, რათა უზრუნველვყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და გაძლიერება ქვეყნისა და მოქალაქეების სასარგებლოდ“, - აღნიშნა მიშელმა.
https://sputnik-georgia.com/20210519/asocirebuli-trio-moldova-ukraina-saqarTvelo-eqspertebis-mosazreba-251773070.html
https://sputnik-georgia.com/20210719/Sarl-miSelis-mTavari-gzavnilebi-252362514.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252363782_0:116:3074:2048_1920x0_80_0_0_77157feb356686056f7ca20d9c254f2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ბათუმის სამიტის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
23:25 19.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე შემდგომი ნაბიჯები შეათანხმეს და ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. მემორანდუმს „საერთო გზა ევროპული ინტეგრაციისკენ“ საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის პრეზიდენტებმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მოაწერეს ხელი.
მე-17 საერთაშორისო კონფერენციის - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ - მთავარი თემა სამ ასოცირებულ პარტნიორთან – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. აღნიშნული სამი ქვეყანა ახლახან ოფიციალურად აღიარეს როგორც ასოცირებული ტრიო.
დეკლარაციით სამმა ქვეყანამ დაადასტურა აღმოსავლეთ პარტნიორობის გაღრმავებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელების მზადყოფნა რეფორმებისა და კანონმდებლობის დაახლოების გზით.
„ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ რეფორმები, ადაპტაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის. გავაძლიეროთ ჩვენი სამართლის უზენაესობის პრინციპები და ასევე ვკისრულობთ ვალდებულებას, რომ ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი და გავაძლიეროთ ერთმანეთი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„ბათუმის სამიტის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ჩვენს ვალდებულებებს ასახავს. ჩვენ საერთო სურვილი გვაქვს - გავწევრიანდეთ ევროკავშირში“, - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა წარმოადგინოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მკაფიო ხედვა.
„დეკემბერში უნდა გაიმართოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან ამ პარტნიორობის მიზნების სტრატეგიული ხედვის არარსებობის გამო ეს ფორმატი არც ისე საგნობრივია“, - აღნიშნა კონფერენციაზე ზელენსკიმ.
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მიმდინარე წლის დეკემბრისთვის დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„პირველი პრიორიტეტი – მოდით, ვცადოთ მეტი ფინანსური დახმარების მობილიზება და ვიყოთ ინოვაციურები, ვიმუშაოთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდასაჭერად, რათა უზრუნველვყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და გაძლიერება ქვეყნისა და მოქალაქეების სასარგებლოდ“, - აღნიშნა მიშელმა.