მილიონობით დოლარის გათეთრება - საქართველოში დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გამოწერა
დანაშაულებრივ ჯგუფს საქართველოს საბაჟოზე დაწესებული პროცედურების გვერდის ავლით ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოჰქონდა
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 7 ფიზიკური და 13 იურიდიული პირის მიმართ ცრუ მეწარმეობის და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეები აღძრა.
დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად გამოავლინა.
სუსის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
ტენდერების „ჩაწყობისთვის“ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლები დააკავეს
ირანის მოქალაქესა და კიდევ ექვს პირს წაყენებული აქვთ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით - „ცრუ მეწარმეობა“ და „უკანონო შემოსავლების ლეგალიზება“. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ირანის მოქალაქემ  შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა შემოჰქონდა, შემდეგ კი ბოროტმოქმედები მსხვილ თანხებს ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე ათავსებდნენ.
წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ირანის მოქალაქემ  ორგანიზებული ჯგუფის წევრების მეშვეობით, სამეწარმეო სუბიექტად დაარეგისტრირა ცამეტი იურიდიული პირი, რომელთაც ანგარიშები გაუხსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში. შემდგომ ამ პირებმა, მათ მიერ დამზადებული და საბანკო დაწესებულებებში წარდგენილი ყალბი ინვოისების და ხელშეკრულებების საფუძველზე, თითქოსდა სხვადასხვა საქონლის შეძენის დანიშნულებით, საწარმოების საბანკო ანგარიშებიდან განახორციელეს მრავალჯერადი ტრანზაქციები სხვადასხვა ქვეყანაში.
2016-2020 წლებში, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოში შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხა - 15,4 მლნ დოლარი, 20,8 მლნ ევრო და 1,3 მლნ ლარი.
დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2020
საქართველოში ფულის გათეთრებასთან ბრძოლა დადებითად შეფასდა – ექსპერტთა ანგარიში
დაყადაღებულია მთავარი ბრალდებულის უძრავი ქონება - თბილისში მდებარე ოთხი საცხოვრებელი ბინა, კომერციული დანიშნულების ფართი, ქვემო ქართლისა და გურიის მხარეში არსებული სამი მიწის ნაკვეთი, რუსთავში მდებარე სამრეწველო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და სამი ძვირადღირებული ავტომობილი.
გამოძიების შედეგად ამავე საქმეზე თბილისში მდებარე ერთ-ერთი ობიექტიდან ამოღებულია 1,7 მლნ ლარი.
საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს ირანის მოქალაქისა და დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ხუთი წევრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თხოვნით მიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0