„TV პირველის“ ოპერატორის ცემისთვის ბრალი კიდევ ერთ პირს წარედგინა

© Sputnik / STRINGERაგრესიული რადიკალების დაკავება
აგრესიული რადიკალების დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გამოწერა
პროკურატურის ბოლო მონაცემებით, „თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი 25 პირს წარედგინა.
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობების დროს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის  მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის დროს დაკავებული და მასთან ერთად მყოფი პირები თავს დაესხნენ „ტვ პირველის“ ოპერატორს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2021
პოლიციამ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა
სამართალდამცველებმა მამაკაცი 17 ივლისს  დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
პროკურატურის ბოლო მონაცემებით, „თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალი 25 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 46 პირი, მათ შორის, 40 ჟურნალისტი და ოპერატორი.
„თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეებმა შარლ მიშელს ბათუმში საპროტესტო აქცია მოუწყვეს
თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.
შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0