ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეებმა შარლ მიშელს ბათუმში საპროტესტო აქცია მოუწყვეს

© Sputnik / Seyran Baroyanსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გამოწერა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ლგბტ–საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ბათუმის სასტუმროსთან Sheraton Batumi, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა, საპროტესტო აქცია მოაწყვეს.
შეკრებილებს ხელში ეჭირათ პლაკატები მიშელისადმი მიმართვით: „რატომ ისჯება „ალტ–ინფო“ და არ ისჯება „მთავარი“, „TV პირველი“, „ფორმულა“?! „ერი. ოჯახი. რელიგია – ესაა ჩვენი ღირებულებანი, თქვენი როგორია, მიშელ?“ „საქართველოში მხოლოდ სამხედრო აღლუმები ჩატარდება“.
შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
სტაბილური ვითარებისა და მშვიდობის შენარჩუნება: ღარიბაშვილის და მიშელის შეხვედრა დასრულდა
სასტუმროსთან პოლიცია იყო მობილიზებული.
ევროპული კავშირის პრეზიდენტი შარლ მიშელი ბათუმში კვირას ჩავიდა. ის მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“. კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.
კონფერენციის მთავარი თემა იქნება ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის თანამშრომლობის დონის ამაღლება. ეს სამი ქვეყანა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გაფორმდა, როგორც ასოცირებული ტრიო.
მხარეები განიხილავენ ევროკავშირის შესაძლო ინტერესებს სამ აღმოსავლეთევროპელ პარტნიორთან გაფართოებული ინტეგრაციის პროცესში შემდგომ მონაწილეობაში.
შარლ მიშელმა უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ოპოზიციის ლიდერებთან.
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეშფოთებული არიან არეულობებით თბილისში
თბილისში 16 ივლისს პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები და მღვდელმსახურები, რომლებიც ლგბტ–საზოგადოების წინააღმდეგ გამოდიან. ესენი არიან დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, მოძრაობის „ალტერნატივა საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია, საზოგადოებრივი მოძრაობა „ზნეობის“ ლიდერები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები, საინფორმაციო პლატფორმა „ალტ–ინფოს“ წევრები, ჯგუფი „ქართული იდეის" ლიდერი ლევან ჩაჩუა. მათ დაუსვეს კითხვები თბილისში 5–6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც მასმედიის 53 წარმომადგენელი სცემეს, დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების „თბილისი პრაიდისა“ და „სირცხვილიას“ ოფისები.
გამოკითხვამდე ლგბტ–თემის წინააღმდეგ კონტრაქციის ორგანიზატორების სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს. კონტრაქციის ორგანიზატორები არ დაუკავებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0