https://sputnik-georgia.com/20210718/----------252353654.html
მდინარაძე: გომელაურმა სხვა ფორმატი უნდა გამოიყენოს, მაგალითად, დაჯდეს პირდაპირ ეთერში
მდინარაძე: გომელაურმა სხვა ფორმატი უნდა გამოიყენოს, მაგალითად, დაჯდეს პირდაპირ ეთერში
Sputnik საქართველო
რატომ ვერ მოხერხდა რუსთაველის გამზირზე არეულობისა და ძალადობის აღკვეთა, სამართალდამცველების რა რაოდენობის მობილიზება მოხდა თბილისის ცენტრში - გომელაურს ამ და... 18.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-18T18:52+0400
2021-07-18T18:52+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251060826_0:0:2400:1350_1920x0_80_0_0_7c9c6e983586ddb23526b83d74064d4a.jpg
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში აღარ უნდა მივიდეს და თავად გადაწყვიტოს, კომუნიკაციის რა ფორმას აირჩევს.დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგი გომელაური პარლამენტში სიტყვით უნდა გამოსულიყო და რიგგარეშე სესიაზე თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებზე გაეცა პასუხი.თუმცა, მინისტრის სიტყვით გამოსვლის დაწყებისთანავე ინციდენტი მოხდა და მისი გამოსვლა შემდეგი პლენარული სხდომისთვის გადაიდო. კერძოდ, მან თავისი გამოსვლა დაიწყო სამძიმრის სიტყვებით „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ტრიბუნასთან მივიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები გარდაცვლილი ოპერატორის პორტრეტებით და ტრიბუნის დაკავება სცადეს. მათსა და მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.როგორც მდინარაძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო ოპოზიციასთან სასაუბროდ კომუნიკაციის სხვა ფორმა უნდა აირჩიოს, რადგან ოპოზიციას გომელაურის მოსმენა არ სურს.მისი თქმით, თავადაც აპირებდა კითხვის დასმას გომელაურისთვის.„დილით 11:00 საათზე, თორმეტის ნახევარზე ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, უპრეცედენტო იყო წარმოდგენა, რომ რომ ეგზალტირებული მასა ან კონკრეტული ადამიანები დაერევიან და ჟურნალისტებს ცემას დაუწყებენ, მაგრამ ეს გარკვეული დროის პერიოდში გრძელდებოდა. ვაპირებდი კითხვის დასმას, შემდეგ რატომ ვერ მოხერხდა ლოკალიზება. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ჩვენზე გაცილებით ძლიერ ქვეყნებში ქაოტური სიტუაციები იქმნება, ხანდახან კვირების და თვეების განმავლობაში“, - განაცხადა მდინარაძემ.თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო, სადაც 3,2 ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული, რომლებმა, შსს-ს თქმით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაფერი გააკეთეს. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.ამავე დროს გომელაურმა აღნიშნა, რომ თავდასხმა იყო ორგანიზებული და გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებით.ამ დროისთვის 5-6 ივლისის მოვლენებზე 25 ადამიანია დაკავებული.
https://sputnik-georgia.com/20210718/parlamentis-sxdoma-daixura-vaxtang-gomelauris-gamosvla-gadaido-252352630.html
https://sputnik-georgia.com/20210718/policiam-Jurnalistebze-Zaladobis-faqtze-kidev-erTi-piri-daakava-252352385.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251060826_147:0:2280:1600_1920x0_80_0_0_8fe998e6b38ddb72fe77365a99b620be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
მდინარაძე: გომელაურმა სხვა ფორმატი უნდა გამოიყენოს, მაგალითად, დაჯდეს პირდაპირ ეთერში
18:52 18.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) რატომ ვერ მოხერხდა რუსთაველის გამზირზე არეულობისა და ძალადობის აღკვეთა, სამართალდამცველების რა რაოდენობის მობილიზება მოხდა თბილისის ცენტრში - გომელაურს ამ და სხვა კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა. მაგრამ მისი გამოსვლა ჩაიშალა.
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში აღარ უნდა მივიდეს და თავად გადაწყვიტოს, კომუნიკაციის რა ფორმას აირჩევს.
დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგი გომელაური პარლამენტში სიტყვით უნდა გამოსულიყო და რიგგარეშე სესიაზე თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებზე გაეცა პასუხი.
თუმცა, მინისტრის სიტყვით გამოსვლის დაწყებისთანავე ინციდენტი მოხდა და მისი გამოსვლა შემდეგი პლენარული სხდომისთვის გადაიდო. კერძოდ, მან თავისი გამოსვლა დაიწყო სამძიმრის სიტყვებით „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ტრიბუნასთან მივიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები გარდაცვლილი ოპერატორის პორტრეტებით და ტრიბუნის დაკავება სცადეს. მათსა და მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო ოპოზიციასთან სასაუბროდ კომუნიკაციის სხვა ფორმა უნდა აირჩიოს, რადგან ოპოზიციას გომელაურის მოსმენა არ სურს.
„ვფიქრობ, პარლამენტში აღარ უნდა მოვიდეს, მაგრამ გამოიყენოს ნებისმიერი სხვა ფორმატი, მაგალითად, დაჯდეს პირდაპირ ეთერში. ეს ჩემი აზრია, მაგრამ ალბათ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას ვახტანგ გომელაური, კომუნიკაციის რა ფორმას აირჩევს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
მისი თქმით, თავადაც აპირებდა კითხვის დასმას გომელაურისთვის.
„დილით 11:00 საათზე, თორმეტის ნახევარზე ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, უპრეცედენტო იყო წარმოდგენა, რომ რომ ეგზალტირებული მასა ან კონკრეტული ადამიანები დაერევიან და ჟურნალისტებს ცემას დაუწყებენ, მაგრამ ეს გარკვეული დროის პერიოდში გრძელდებოდა. ვაპირებდი კითხვის დასმას, შემდეგ რატომ ვერ მოხერხდა ლოკალიზება. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ჩვენზე გაცილებით ძლიერ ქვეყნებში ქაოტური სიტუაციები იქმნება, ხანდახან კვირების და თვეების განმავლობაში“, - განაცხადა მდინარაძემ.
თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.
შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო, სადაც 3,2 ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული, რომლებმა, შსს-ს თქმით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაფერი გააკეთეს. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ამავე დროს გომელაურმა აღნიშნა, რომ თავდასხმა იყო ორგანიზებული და გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებით.
ამ დროისთვის 5-6 ივლისის მოვლენებზე 25 ადამიანია დაკავებული.