დავით ზალკალიანი გერმანიაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო მწუხარებას გამოთქვამს

© REUTERS / WOLFGANG RATTAYწყალდიდობა გერმანიაში
წყალდიდობა გერმანიაში - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
გერმანიაში წყალდიდობის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სამსახურებთან ერთად ბუნდესვერის ძალებიცაა ჩართული.
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიასა და ბენილუქსის ქვეყნებში დამანგრეველი წყალდიდობის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
გერმანიაში სტიქია მძვინვარებს: არის მსხვერპლი და უგზო-უკვლოდ დაკარგულები - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გერმანიაში სტიქია მძვინვარებს: არის მსხვერპლი, არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულები
„დამწუხრებული ვარ გერმანიასა და ბენილუქსის ქვეყნებში დამანგრეველი წყალდიდობის შესახებ ცნობებით, რომელმაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი და დიდი ზიანი გამოიწვია. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ იმ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. საქართველო თქვენ გვერდითაა ამ რთულ დროს“, – წერს ზალკალიანი Twitter-ზე.
ბოლო ინფორმაციით, გერმანიის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. გერმანიაში ციკლონ „ბერნდის“ გამო სტიქია ორშაბათიდან მძვინვარებს. ძლიერი წვიმების გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და დასახლებული პუნქტები დატბორა.
გავრცელებული ინფორმაციით, არვაილერის რაიონში, რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწაზე უამინდობის შედეგად ექვსი სახლი ჩამოინგრა. მარტო არვაილერის რაიონში 18 ადამიანი დაიღუპა, 15 ადამიანი – ქალაქ ოისკირხენში.
ამ დროისათვის ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სამსახურებთან ერთად ბუნდესვერის ძალებიცაა ჩართული.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური