გერმანიაში სტიქია მძვინვარებს: არის მსხვერპლი, არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულები

გამოწერა
გერმანიაში კვლავ გრძელდება ძლიერი წვიმები. ბოლო მონაცემებით, წყალდიდობებს უკვე ემსხვერპლა 33 ადამიანი, ხოლო 70 კაცი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
გერმანიის დასავლეთ ნაწილში სტიქია ორშაბათიდან მძვინვარებს. ძლიერი წვიმების გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოდიან და გზად ყველაფერი მიაქვთ.
სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სამსახურებთან ერთად ბუნდესვერის ძალებიცაა ჩართული.
ყველა ახალი ამბავი
0