https://sputnik-georgia.com/20210716/zalkaliani-germanel-xalxs-usamzimrebs-252335827.html
დავით ზალკალიანი გერმანიაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დავით ზალკალიანი გერმანიაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Sputnik საქართველო
გერმანიაში წყალდიდობის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სამსახურებთან ერთად ბუნდესვერის ძალებიცაა ჩართული. 16.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-16T11:35+0400
2021-07-16T11:35+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/10/252335510_0:310:3072:2048_1920x0_80_0_0_b5a91a0c9d75607d54b5e979c74cb16c.jpg
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიასა და ბენილუქსის ქვეყნებში დამანგრეველი წყალდიდობის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „დამწუხრებული ვარ გერმანიასა და ბენილუქსის ქვეყნებში დამანგრეველი წყალდიდობის შესახებ ცნობებით, რომელმაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი და დიდი ზიანი გამოიწვია. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ იმ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. საქართველო თქვენ გვერდითაა ამ რთულ დროს“, – წერს ზალკალიანი Twitter-ზე.ბოლო ინფორმაციით, გერმანიის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. გერმანიაში ციკლონ „ბერნდის“ გამო სტიქია ორშაბათიდან მძვინვარებს. ძლიერი წვიმების გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და დასახლებული პუნქტები დატბორა.გავრცელებული ინფორმაციით, არვაილერის რაიონში, რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწაზე უამინდობის შედეგად ექვსი სახლი ჩამოინგრა. მარტო არვაილერის რაიონში 18 ადამიანი დაიღუპა, 15 ადამიანი – ქალაქ ოისკირხენში.ამ დროისათვის ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სამსახურებთან ერთად ბუნდესვერის ძალებიცაა ჩართული.
https://sputnik-georgia.com/20210715/wyaldidoba-da-msxverpli-germaniaSi-252328661.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/10/252335510_0:118:3072:2048_1920x0_80_0_0_51d32bbfac7fb1339f3dec6bbe3c704d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო
დავით ზალკალიანი გერმანიაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო მწუხარებას გამოთქვამს
11:35 16.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) გერმანიაში წყალდიდობის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სამსახურებთან ერთად ბუნდესვერის ძალებიცაა ჩართული.
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიასა და ბენილუქსის ქვეყნებში დამანგრეველი წყალდიდობის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„დამწუხრებული ვარ გერმანიასა და ბენილუქსის ქვეყნებში დამანგრეველი წყალდიდობის შესახებ ცნობებით, რომელმაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი და დიდი ზიანი გამოიწვია. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ იმ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. საქართველო თქვენ გვერდითაა ამ რთულ დროს“, – წერს ზალკალიანი
Twitter-ზე.
ბოლო ინფორმაციით, გერმანიის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. გერმანიაში ციკლონ „ბერნდის“ გამო სტიქია ორშაბათიდან მძვინვარებს. ძლიერი წვიმების გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და დასახლებული პუნქტები დატბორა.
გავრცელებული ინფორმაციით, არვაილერის რაიონში, რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწაზე უამინდობის შედეგად ექვსი სახლი ჩამოინგრა. მარტო არვაილერის რაიონში 18 ადამიანი დაიღუპა, 15 ადამიანი – ქალაქ ოისკირხენში.
ამ დროისათვის ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სამსახურებთან ერთად ბუნდესვერის ძალებიცაა ჩართული.