რამ გამოიწვია ბესიკ თორდუას გარდაცვალება - პენიტენციური სამსახურის განმარტება

CC BY 2.0 / Dave Nakayama / cagedსაკანი
საკანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ბრალდებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსდა, სადაც უტარდებოდა დანიშნული მკურნალობა და ინტენსიური მონიტორული მეთვალყურეობის ქვეშ იყო, აცხადებენ უწყებაში.
თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. ბესიკ თორდუას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც ბრალად ედებოდა ყაზახეთის 26 წლის მოქალაქე აისელ აიტპაევას გაუპატიურება და თვითმკვლელობამდე მიყვანა, ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
57 წლის ბესიკ თორდუა დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.
უწყების ინფორმაციით, ბესიკ თორდუა მუდმივად სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, საბოლოოდ კი გულის მექანიკური ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ბრალდებულს უტარდებოდა დანიშნული მკურნალობა, ინტენსიური მონიტორული მეთვალყურეობა. ნეიროქირურგის საკონტროლო კონსულტაციის შედეგად კი საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაციული ჩარევა.
საპატრულო პოლიცია და გამომძიებლები - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
ძალადობის მსხვერპლი ორჯერ: ყაზახეთის მოქალაქის თბილისში დაღუპვის საზარელი დეტალები
„მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, 2021 წლის 14 ივლისს დაფიქსირდა ბრადიარითმია, რომელიც მალევე გადავიდა ასისტოლიაში. დაწყებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაცია პროტოკოლის სრული დაცვით, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბესიკ თორდუა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2021 წლის 5 მაისს მოათავსეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაწესებულებაში შესვლისას მას დადგენილი წესის მიხედვით სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დაუფიქსირდა არტერიული ჰიპერტენზია. 2021 წლის 30 ივნისს დაწესებულების ექიმთან პატიმარმა დააფიქსირა ძლიერი თავის ტკივილი და გონების კარგვა, რის შემდეგად გაუარესდა მეტყველება და დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა. ბრალდებული მაშინვე გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც ჩატარებული თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებისა და ნევროლოგის კონსულტაციის საფუძველზე, დაუდგინდა თავის ტვინის ინფარქტი.
ციხის საკანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
საქართველოში ყაზახეთის მოქალაქის მკვლელობის საქმე: ბრალდებული საკანში გარდაცვლილი იპოვეს
ყაზახეთის მოქალაქე აისელ აიტპაევა თბილისში თავის სახლთან გარდაცვლილი 5 მაისს იპოვეს. მეორე დღესვე პოლიციამ გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ზუგდიდელი ბესიკ თორდუა დააკავა.
თორდუას დაკავებიდან ორ კვირაში პროკურატურამ ბრალდება დაუსწრებლად წაუყენა გარდაცვლილის ნათესავს მურად მ-ს. მას ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებისა და ცემის ორ ეპიზოდში სდებენ ბრალს.
ბესიკ თორდუა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას წინასწარ პატიმრობაში ელოდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0