გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო სამედიცინო პერსონალისთვის: გაბუნიას განმარტება

© AP Photo / Kirsty Wigglesworthექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო, თუმცა, დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა გააფართოვა. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოში სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
როდის უნდა ველოდოთ ე.წ. ინდური შტამის შემთხვევების მატებას – სპეციალისტის განმარტება
მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე არჩევანი თავად გააკეთოს.
„არის ბევრი ქვეყანა, სადაც ეს საკითხი დადგა. საფრანგეთმა ჩვენზე ადრე დაიწყო ვაქცინაცია და, ვფიქრობ, იქ ნებაყოფლობითი რესურსი ყველა მიმართულებით ამოიწურა, ჩვენთან კი ეს რესურსი ჯერ გვაქვს. ჩვენ შედარებით გვიან დავიწყეთ იმუნიზაციის პროცესი. არ იყო ვაქცინების არჩევანი, არ იყო ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. უნდა ვნახოთ აგვისტოს ბოლომდე, თუ როგორ წარიმართება ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალში. ამის შემდეგ შეიძლება აღნიშნულ საკითხზე აქტიურად ვიმსჯელოთ კოლეგებთან ერთად. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ სამედიცინო სფეროს აქტივობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაიზრდება", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ადრე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მედპერსონალს შორის ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია – აღნიშნულ სფეროში დასაქმებული 45 ათასი ადამიანიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ 11 ათას პირს აქვს ჩატარებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 100-ზე მეტი ექიმი გარდაიცვალა, 33% კი დაინფიცირდა.
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 324.802 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური