https://sputnik-georgia.com/20210715/gaxdeba-tuara-savaldebuli-medpersonalis-vaqcinacia-252326800.html
გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო სამედიცინო პერსონალისთვის: გაბუნიას განმარტება
გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო სამედიცინო პერსონალისთვის: გაბუნიას განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო, თუმცა, დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა გააფართოვა. ამ დროისათვის ვაქცინაციის... 15.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-15T12:49+0400
2021-07-15T12:49+0400
2023-08-17T18:12+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249455039_0:0:2991:1690_1920x0_80_0_0_38308cfb07cad4dbdd81200284018339.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოში სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში. მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე არჩევანი თავად გააკეთოს.„არის ბევრი ქვეყანა, სადაც ეს საკითხი დადგა. საფრანგეთმა ჩვენზე ადრე დაიწყო ვაქცინაცია და, ვფიქრობ, იქ ნებაყოფლობითი რესურსი ყველა მიმართულებით ამოიწურა, ჩვენთან კი ეს რესურსი ჯერ გვაქვს. ჩვენ შედარებით გვიან დავიწყეთ იმუნიზაციის პროცესი. არ იყო ვაქცინების არჩევანი, არ იყო ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. უნდა ვნახოთ აგვისტოს ბოლომდე, თუ როგორ წარიმართება ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალში. ამის შემდეგ შეიძლება აღნიშნულ საკითხზე აქტიურად ვიმსჯელოთ კოლეგებთან ერთად. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ სამედიცინო სფეროს აქტივობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაიზრდება", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.ადრე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მედპერსონალს შორის ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია – აღნიშნულ სფეროში დასაქმებული 45 ათასი ადამიანიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ 11 ათას პირს აქვს ჩატარებული.პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 100-ზე მეტი ექიმი გარდაიცვალა, 33% კი დაინფიცირდა.მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო.ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 324.802 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210709/CxaiZe-induri-Stamis-SemTxvevebis-matebaze-252266165.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249455039_0:0:2991:1880_1920x0_80_0_0_30b5ac4e4e138a5bcbb2d794ec6cc44a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო სამედიცინო პერსონალისთვის: გაბუნიას განმარტება
12:49 15.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო, თუმცა, დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა გააფართოვა. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოში სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე არჩევანი თავად გააკეთოს.
„არის ბევრი ქვეყანა, სადაც ეს საკითხი დადგა. საფრანგეთმა ჩვენზე ადრე დაიწყო ვაქცინაცია და, ვფიქრობ, იქ ნებაყოფლობითი რესურსი ყველა მიმართულებით ამოიწურა, ჩვენთან კი ეს რესურსი ჯერ გვაქვს. ჩვენ შედარებით გვიან დავიწყეთ იმუნიზაციის პროცესი. არ იყო ვაქცინების არჩევანი, არ იყო ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. უნდა ვნახოთ აგვისტოს ბოლომდე, თუ როგორ წარიმართება ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალში. ამის შემდეგ შეიძლება აღნიშნულ საკითხზე აქტიურად ვიმსჯელოთ კოლეგებთან ერთად. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ სამედიცინო სფეროს აქტივობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაიზრდება", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ადრე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მედპერსონალს შორის ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია – აღნიშნულ სფეროში დასაქმებული 45 ათასი ადამიანიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ 11 ათას პირს აქვს ჩატარებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 100-ზე მეტი ექიმი გარდაიცვალა, 33% კი დაინფიცირდა.
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 324.802 ადამიანი.