https://sputnik-georgia.com/20210715/baTumis-bulvarSi-Ramis-klubebma-muSaobis-nebarTva-ver-miiRes-252332080.html
ბათუმის ბულვარში ღამის კლუბებმა მუშაობის ნებართვა ვერ მიიღეს
ბათუმის ბულვარში ღამის კლუბებმა მუშაობის ნებართვა ვერ მიიღეს
Sputnik საქართველო
ღამის კლუბების მუშაობა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ აღდგება, აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში. 15.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-15T21:46+0400
2021-07-15T21:46+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250327346_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_bcc01e5ab06d4af9b55b33626660ce35.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ბათუმში ღამის კლუბების მფლობელების და ბულვარის ადმინისტრაციის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.საქართველოში ღამის კლუბები გასული წლის მარტში დაიხურა. 1 ივლისიდან გაუქმდა შეზღუდვა ღამის საათებში გადაადგილებაზე, მაგრამ რესტორნები და კაფეები 24:00 საათამდე მუშაობენ.ღამის კლუბების მეპატრონეები მუშაობის ნებართვას ითხოვენ.როგორც ღამის კლუბების მფლობელებმა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში განაცხადეს, მათ იმედი ჰქონდათ, რომ კაფეებისა და რესტორნების მუშაობაზე შეზღუდვების მოხსნა მათაც შეეხებოდა და ამიტომ წინასწარ დაგეგმეს ღონისძიებები და ბილეთებიც გაყიდეს.„როგორც სხვა ობიექტებს აქვთ მუშაობის უფლება ღამის 12 საათამდე, ისე მოგვცენ ჩვენც მუშაობის უფლება. თუ მათ აქვთ მუშაობის უფლება, რატომ ჩვენ არ შეგვიძლია?“ - განაცხადა ერთ-ერთი ღამის კლუბის მეპატრონემ ზურაბ გოგსაძემ.კლუბების მფლობელები აცხადებენ, რომ რეგულაციების სრული დაცვით იმუშავებენ.ბულვარის ადმინისტრაციის პოზიცია უცვლელია - კლუბების მუშაობა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ აღდგება.მანამდე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა ღამის კლუბების ფუნქციონირების აღსადგენად უსაფრთხოების პროტოკოლებზე მუშაობას მათ მფლობელებთან ერთად დაიწყებს.მისი თქმით, მიუხედავად დიდი ზარალისა, რომელიც პანდემიის გამო კლუბებმა ნახეს, შეზღუდვების მოხსნა ყველაზე ბოლოს მათ შეეხება.
https://sputnik-georgia.com/20210628/ras-SesTavazebs-mTavroba-Ramis-klubebs-252152421.html
https://sputnik-georgia.com/20210411/TbilisSi-Ramis-klubi-samjer-dajarimebis-miuxedavad-saqmianobas-agrZelebda-251431773.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250327346_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_89f7b4fd9e30ada350c2de0739f6fe61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ბათუმის ბულვარში ღამის კლუბებმა მუშაობის ნებართვა ვერ მიიღეს
21:46 15.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ღამის კლუბების მუშაობა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ აღდგება, აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ბათუმში ღამის კლუბების მფლობელების და ბულვარის ადმინისტრაციის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
საქართველოში ღამის კლუბები გასული წლის მარტში დაიხურა. 1 ივლისიდან გაუქმდა შეზღუდვა ღამის საათებში გადაადგილებაზე, მაგრამ რესტორნები და კაფეები 24:00 საათამდე მუშაობენ.
ღამის კლუბების მეპატრონეები მუშაობის ნებართვას ითხოვენ.
როგორც ღამის კლუბების მფლობელებმა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში განაცხადეს, მათ იმედი ჰქონდათ, რომ კაფეებისა და რესტორნების მუშაობაზე შეზღუდვების მოხსნა მათაც შეეხებოდა და ამიტომ წინასწარ დაგეგმეს ღონისძიებები და ბილეთებიც გაყიდეს.
„როგორც სხვა ობიექტებს აქვთ მუშაობის უფლება ღამის 12 საათამდე, ისე მოგვცენ ჩვენც მუშაობის უფლება. თუ მათ აქვთ მუშაობის უფლება, რატომ ჩვენ არ შეგვიძლია?“ - განაცხადა ერთ-ერთი ღამის კლუბის მეპატრონემ ზურაბ გოგსაძემ.
კლუბების მფლობელები აცხადებენ, რომ რეგულაციების სრული დაცვით იმუშავებენ.
ბულვარის ადმინისტრაციის პოზიცია უცვლელია - კლუბების მუშაობა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ აღდგება.
მანამდე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა ღამის კლუბების ფუნქციონირების აღსადგენად უსაფრთხოების პროტოკოლებზე მუშაობას მათ მფლობელებთან ერთად დაიწყებს.
მისი თქმით, მიუხედავად დიდი ზარალისა, რომელიც პანდემიის გამო კლუბებმა ნახეს, შეზღუდვების მოხსნა ყველაზე ბოლოს მათ შეეხება.