რას შესთავაზებს მთავრობა ღამის კლუბებს

© Facebook / BASSIANIღამის კლუბი Bassiani
ღამის კლუბი Bassiani  - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
კლუბების მფლობელების უმრავლესობა აცხადებს, რომ მზად არიან დაიკეტონ, რადგან გაკოტრების ზღვარზე არიან.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ღამის კლუბების წარმომადგენლებთან ერთად მთავრობა უსაფრთხოების ახალ პროტოკოლებზე დაიწყებს მუშაობას, რათა ამ სფერომ მუშაობის განახლება შეძლოს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ.

ღამის კლუბი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
ნათია თურნავა ღამის კლუბებზე: აუცილებლად მოვნახავთ გამოსავალს

ღამის კლუბები საქართველოში გასული წლის მარტში დაიხურა. ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში 1 ივლისიდან იხსნება, მაგრამ რესტორნები და კაფეები სტუმრებს მხოლოდ 24 საათამდე მიიღებენ.

ღამის კლუბების მუშაობის განახლებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. თურნავამ უფრო ადრე აღნიშნა, რომ დიდი ზარალის მიუხედავად, რაც პანდემიამ ღამის კლუბებს მიაყენა, მათ შეზღუდვებს ყველაზე ბოლოს მოუხსნიან. ღამის კლუბების მფლობელების უმრავლესობა აცხადებს, რომ მზად არიან დაიკეტონ, რადგან გაკოტრების ზღვარზე არიან.

„ჩვენ დავიწყეთ შესწავლა რა უჭირთ ყველაზე მეტად, რა სპეციფიკით ხასიათდება ეს სექტორი და რა დახმარება შეიძლება გავუწიოთ. მათ შორის, დავიწყებთ მათთან ერთად მუშაობას ახალ უსაფრთხოების პროტოკოლებზე, რითიც მომავალში შეიძლება ავამოქმედოთ კიდევაც ეს ინდუსტია", – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ღამის კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგება.

„მაგრამ არ გვინდა, რომ იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის, რადგან ნამდვილად დაზარალებული ინდუსტრიაა", – თქვა თურნავამ.

ყველა ახალი ამბავი
0