თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო მზად არის განიხილოს ღამის კლუბების მეპატრონეებთან მათი დახმარების საკითხი, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ნათია თურნავამ.
ღამის კლუბები საქართველოში გასული წლის მარტში დაიხურა. მფლობელების უმრავლესობა აცხადებს, რომ მზად არიან დაიკეტონ, რადგან გაკოტრების ზღვარზე არიან.
„ეკონომიკის სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან, ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად მზად ვართ, მათ შევხვდეთ და განვიხილოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ დავეხმაროთ. თუ კლუბებისგან ეს ინიციატივა წამოვა, ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ და აუცილებლად მოვნახავთ გამოსავალს ისევე, როგორც მთელი ეს პერიოდი ჩვენ ბევრ სხვა ინდუსტრიასთან მიმართებაში ვნახულობდით გამოსავალს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ესმის, რამდენად დიდი ზარალი განიცადეს კლუბებმა პანდემიის გამო, მაგრამ „ყველაზე დიდხანს, როგორც ჩანს, შეზღუდვები ამ სეგმენტზე გავრცელდება“.