დამოუკიდებელი ექსპერტი ტელეოპერატორის გარდაცვალების თაობაზე შსს-ს ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს

© Sputnik / Alex Shlamovლექსო ლაშქარავა
ლექსო ლაშქარავა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ შსს-მ უმოკლეს ვადაში დადო პირველადი დასკვნა, სადაც მის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერების კვალზე საუბრობს.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ნებისმიერი პირის, ამ შემთხვევაში კი ტელეოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებზე ასეთ მოკლე დროში რაიმე სახის დასკვნის გაკეთება წარმოუდგენელია, განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ვახტანგ კალოიანმა.
როგორც ექსპერტმა ტელეკომპანია „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, რომ ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა საზოგადოებას გააცნო არა კომპეტენტურმა პირმა, არამედ შსს-ს თანამდებობის პირმა.
დაკავება აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
5 ივლისს დაშავებული ფოტორეპორტიორის მდგომარეობა მძიმეა
"„ამ დასკვნაში რამდენიმე უცნაური და საეჭვო მომენტი შეიძლება ვიპოვოთ. პირველი არის დრო. ასეთ მცირე დროში რაიმე სახის დასკვნის გაკეთება ექსპერტიზის თვალსაზრისით წარმოუდგენელია. სამედიცინო ექსპერტები შუალედურ პირველად დასკვნას, პირველად განხილვასაც ვერ მოასწრებდნენ... რაიმე სახის პროფესიული მსჯელობა ასეთ მოკლე დროში წარმოუდგენელია", - აღნიშნა კალოიანმა.
ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა საზოგადოებას არა ექსპერტმა, არამედ შსს-ს თაანმშრომელმა გააცნო, კალოიანმა იმით ახსნა, რომ არც ერთი პროფესიონალი საკუთარ თავს წინასწარი დასკვნების გაკეთების უფლებას არ მისცემდა.
კალოიანის თქმით, ეჭვს იწვევს შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოც, სადაც ლექსო ლაშქარავა თავიდან თითქოს ეძებს, შემდეგ კი ყიდულობს ნარკოტიკს.
„მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ეს ხელისუფლების დადგმული სცენარია. დავუშვათ, მომხმარებელი იყო ახალგაზრდა კაცი, ყველა მომხმარებელმა იცის, რომ ინტონსიკაციის დროს კლინიკა არ არის ვალდებული აცნობოს პოლიციას, ეს ყველა გამოცდილმა თუ გამოუცდელმა მომხმარებელმა იცის", - განაცხადა ექსპერტმა.
ტელეკომპანია „ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს, მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა, ქიმიური ანალიზის წინასწარი მონაცემებიდან გამომდინარე, შსს არ გამორიცხავს, რომ გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული პრეპარატით ზედოზირებაა.
ტელეკამერა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
ოთხმა ტელეარხმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მაუწყებლობა შეწყვიტა
ლაშქარავას გარდაცვალებამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რამდენადაც ტელეოპერატორი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა თავდასხმის ობიექტი გახდა. იმ დღეს აქციაზე მთლიანობაში მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.
მისი გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციური ტელეკომპანიების ჟურნალისტები საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვეს. მათი მტკიცებით, ლაშქარავა თბილისის ცენტრში მომხდარი არეულობის დროს მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.
ამაზე პასუხად პრემიერმა ტელეკოპანიები და ოპოზიცია ლაშქარავას სიკვდილით სპეკულაციაში დაადანაშაულა და მოუწოდა, დალოდებოდნენ ექსპერტიზის საბოლოო შედეგებს.
შსს-მ ლაშქარავაზე თავდასხმის ბრალდებით ხუთი პირი უკვე დააკავა. ისინი განაჩენს საპატიმროში დაელოდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0