https://sputnik-georgia.com/20210712/mediis-warmoamdgenlebi-parlamentshi-sheichrnen-252291730.html
მასმედიის წარმომადგენლები პარლამენტში შეიჭრნენ
მასმედიის წარმომადგენლები პარლამენტში შეიჭრნენ
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოსთან სიტუაცია ძალზე დაძაბულია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც პერიმეტრს აკონტროლებენ. 12.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-12T12:56+0400
2021-07-12T12:56+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252291225_0:86:1281:810_1920x0_80_0_0_5e60f222568a0441fcfe4bbb8e45db92.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. დეპუტატებთან შეხვედრის მოთხოვნით მასმედიის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში შეიჭრნენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან. მანამდე მათ გააკეთეს განცხადება, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ. მასმედიის წარმომადგენლები ქუჩაში ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ გამოიყვანა, რომელიც 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, „ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია "სირცხვილიას" ოფისის დარბევისას სასტიკად სცემეს. იგი მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა.აქციის მონაწილეების განმარტებით, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ვერ შეძლო არეულობისას საკუთარი მოქალაქეების დაცვა.„დღეს, ექვს საათზე უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება და ჩვენ ყველა ერთად ვეტყვით ირაკლი ღარიბაშვილს, რომ იგი თავისი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად წავიდეს იქ, სადაც მათი ადგილია", – განაცხადა „TV პირველის" დირექტორმა ვატო წერეთელმა პარლამენტის შენობასთან.სხვადასხვა მედიასაშუალების ხელმძღვანელებს საშვი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გამოუწერეს, მაგრამ დაცვის პოლიციის წარმომადგენლებმა და საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს. რამდენიმეწუთიანი დავის შემდეგ მასმედიის წარმომადგენლების ნაწილმა შენობაში შესვლა მაინც მოახერხა დეპუტატ ნიკა მაჭუტაძის წყალობით, რომელმაც მასმედიას კარი შიგნიდან გაუღო.ჟურნალისტებთან ერთად პარლამენტის შენობასთან რჩებიან ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები.ამ დროისათვის დაცვის პოლიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ატარებენ, რომლებიც შენობაში ჟურნალისტების შეშვებას ცდილობენ.
https://sputnik-georgia.com/20210712/premieri-saprotesto-aqciebze-252291033.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252291225_0:46:1281:850_1920x0_80_0_0_086de6f3920c77a71c94e1813c6c2ad6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
მასმედიის წარმომადგენლები პარლამენტში შეიჭრნენ
12:56 12.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ამ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოსთან სიტუაცია ძალზე დაძაბულია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც პერიმეტრს აკონტროლებენ.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. დეპუტატებთან შეხვედრის მოთხოვნით მასმედიის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში შეიჭრნენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.
მანამდე მათ გააკეთეს განცხადება, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ. მასმედიის წარმომადგენლები ქუჩაში ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ გამოიყვანა, რომელიც 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, „ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია "სირცხვილიას" ოფისის დარბევისას სასტიკად სცემეს. იგი მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ვერ შეძლო არეულობისას საკუთარი მოქალაქეების დაცვა.
„დღეს, ექვს საათზე უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება და ჩვენ ყველა ერთად ვეტყვით ირაკლი ღარიბაშვილს, რომ იგი თავისი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად წავიდეს იქ, სადაც მათი ადგილია", – განაცხადა „TV პირველის" დირექტორმა ვატო წერეთელმა პარლამენტის შენობასთან.
სხვადასხვა მედიასაშუალების ხელმძღვანელებს საშვი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გამოუწერეს, მაგრამ დაცვის პოლიციის წარმომადგენლებმა და საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს. რამდენიმეწუთიანი დავის შემდეგ მასმედიის წარმომადგენლების ნაწილმა შენობაში შესვლა მაინც მოახერხა დეპუტატ ნიკა მაჭუტაძის წყალობით, რომელმაც მასმედიას კარი შიგნიდან გაუღო.
ჟურნალისტებთან ერთად პარლამენტის შენობასთან რჩებიან ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები.
ამ დროისათვის დაცვის პოლიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ატარებენ, რომლებიც შენობაში ჟურნალისტების შეშვებას ცდილობენ.