საპროტესტო აქციები საქართველოს რამდენიმე ქალაქში იმართება

© Sputnik / Seyran Baroyanაქცია ბათუმში
აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
გამოწერა
საქართველოს რამდენიმე ქალაქში პრემიერ-მინისტრირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები თბილისის გარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს.
„სისტემა კლავს! გამოდი სიცოცხლისთვის!“ - ამ ლოზუნგით იმართება დღევანდელი აქცია.
ოპერატორის გარდაცვალების მიზეზების გამოძიების მოთხოვნით აქციები იმართება ზუგდიდში, ბათუმში, გორში, რუსთავში. ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა მარშით გაიარეს ქალაქის ქუჩებში, ბათუმში აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, როდესაც მონაწილეებმა ავტონომიის მთავრობის შენობაზე წარწერების გაკეთება სცადეს. ბათუმში მიმდინარე აქციაზე ასევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნები ისმის.
საპროტესტო აქცია პარლამენტთან. 11.07.2021 - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
სახალხო დამცველი თბილისში 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასჯას მოითხოვს
საპროტესტო აქციების გამართვა მას შემდეგ დაანონსდა, რაც ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების გაშუქებისას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს.
აქციაზე სამი ძირითადი მოთხოვნა ისმის: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტიდან გადადგომა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების სამართლიანი გამოძიება და ოპერატორზე თავდასხმის ყველა მონაწილის დაკავება და დასჯა.
„ტვ პირველის“ ოპერატორი 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა, სადაც მას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა, სამი დღის შემდეგ კი ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გაწერეს. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.
 
 
 
 
ყველა ახალი ამბავი
0