სახალხო დამცველი თბილისში 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასჯას მოითხოვს

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია პარლამენტთან. 11.07.2021
საპროტესტო აქცია პარლამენტთან. 11.07.2021 - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
გამოწერა
სახალხო დამცველმა მოვუწოდა შსს-ს, დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცენ ის ადამიანები, რომლებიც 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ქმედებების უკან იდგნენ.
აქცია პარლამენტთან 11.07. 2021 - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
ოპოზიცია მთავრობის გადადგომას მოითხოვს: რა ხდება პარლამენტთან
„ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც  5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების გაშუქებისას  ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, დღეს გარდაცვლილი იპოვეს.
სახალხო დამცველმა მიუსამძიმრა ლექსო ლაშქარავას ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს მომხდარი ტრაგედიის გამო. მან აღნიშნა, რომ 5-6 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებს ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, იდეოლოგები, რომლებიც არ მალავდნენ აღნიშნულს. ამის დასტურია მათი არაერთი განცხადება, როდესაც ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ ეძალადათ მათგან განსხვავებულებზე.
„მოვუწოდებ შსს-ს იმიტომ, რომ მას დღემდე არ გაუკეთებია განცხადება, დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები...მოვუწოდებ მათ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებლობა, რადგან ლექსო გარდაიცვალა სწორედ ამ ორგანიზებული ძალადობის შედეგად“, - განაცხადა ლომჯარიამ.
5 ივლისის აქცია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
არასამთავრობო ორგანიზაციები ღარიბაშვილის და გომელაურის გადადგომას მოითხოვენ
რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სახალხო დამცველის თქმით, მთელი ამ დღეების განმავლობაში ისმოდა ძალადობრივი მოწოდებები ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან, თუმცა მიუხედავად ამისა, 5 ივლისს არ გატარებულა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები.
„ეს ძალადობრივი ჯგუფები წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში ღიად იმუქრებოდნენ, რომ ჩაიდენდნენ ძალადობას, მათ შორის, არაერთი საჯარო შეკრების ადგილზე. ღიად ამბობდნენ და მოუწოდებდნენ მომხრეებს, რომ მათგან განსხვავებულები არიან მტრები, ისინი ვალდებულები არიან იძალადონ მათგან განსხვავებულზე. შესაბამისად, სახელმწიფოს ჰქონდა ყველა წინაპირობა და ინფორმაცია, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფები არიან კარგად ორგანიზებულები. მიუხედავად ამისა, პრევენციული ღონისძიებები არ გატარებულა", - განაცხადა ლომჯარიამ.
მან ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებამ დროულად უნდა შეიტყოს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზების ექსპერტიზის შედეგები.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებმა 6 დღის წინ სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა, სამი დღის შემდეგ კი კლინიდან გაწერეს. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
საქართველოს პრეზიდენტმა გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახი მოინახულა
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.
დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე.
5 ივლისს ალექსანდრე ლაშქარავას ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.
„ტვ პირველის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ვახტანგ წერეთლის თქმით, გარდაცვლილი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას დედა და დეიდები ექიმები არიან და მათი ვარაუდით, შესაძლოა მას გადატანილი ჭრილობებისა და ოპერაციის შედეგად თრომბოემბოლია განუვითარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 5 ივლისის მოვლენების საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.
ამ მომენტისთვის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთაგან უკვე 21 პირს სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე პატიმრობა შეეფარდ
ყველა ახალი ამბავი
0