შსს ვარაუდობს, რომ ლექსო ლაშქარავა გარდაცვალებამდე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო

© Sputnik / STRINGER„სისტემა კლავს!“ - აქცია კანცელარიასთან 11.07.2021
„სისტემა კლავს!“ - აქცია კანცელარიასთან 11.07.2021 - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
გამოწერა
შსს ამტკიცებს, რომ ლაშქარავას არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ საბოლოო დასკვნები მხოლოდ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ შეიძლება გაკეთდეს.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სახლში დაახლოებით ღამის 12:00 საათზე, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა, ამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შსს-მ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ლაშქარავა ბარბაცებს, ვერ იკავებს წონასწორობას და ძირს ეცემა, შემდეგ ფეხზე დგება და სახლში მიდის.
შსს-მ გაავრცელა ალექსანდრე ლაშქარავას 10 ივლისს, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალები. გადაადგილების მარშრუტი შედგენილია გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად, რომელიც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, აცხადებენ უწყებაში.
შსს-ს მონაცემებით, ლაშქარავა 15:31 სთ-ზე მეგობართან ერთად შედის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში, შემდეგ გადაადგილდება ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე.
შსს-ს მონაცემებით, აღნიშნულის შემდეგ ფონიჭალიდან მიდის ორთაჭალაში და 19:41 სთ-ზე ისევ ბრუნდება ფონიჭალაში. საიდანაც გადაადგილდება „დედა ენის ბაღის“ მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 სთ-ზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ მისამართზე.
აქცია პარლამენტთან. 11.07.2021 - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს არ გაავრცელონ ოპერატორის პირადი ინფორმაცია
ამასთან, შსს ამტკიცებს, რომ ლაშქარავას არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი ასახულია ვიდეოზე, მაგრამ ამის შესახებ საბოლოო დასკვნები მხოლოდ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ შეიძლება გაკეთდეს.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს. ექვსი დღის წინ ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა.
სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.
ყველა ახალი ამბავი
0