https://sputnik-georgia.com/20210711/saxelmwifo-inspeqtoris-samsaxuri-mouwodebs-ar-gaavrcelon-operatoris-piradi-informacia-252285544.html
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს არ გაავრცელონ ოპერატორის პირადი ინფორმაცია
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს არ გაავრცელონ ოპერატორის პირადი ინფორმაცია
Sputnik საქართველო
პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება ხელყოფს გარდაცვლილის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და წარმოადგენს კანონის დარღვევას, აცხადებს სამსახური. 11.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-11T23:30+0400
2021-07-11T23:30+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252285365_0:242:2400:1600_1920x0_80_0_0_d2d54564e7417851a212abe32c91cddf.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს საზოგადოებას თავი შეიკავონ „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას შესახებ მონაცემების გაზიარებისგან და გავრცელებისგან.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამგვარი ინფორმაციის გავრცელება ხელყოფს გარდაცვლილის პირად ცხოვრებას და წარმოადგენს კანონის დარღვევას.სოციალურ ქსელში ვრცელდება ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას შესახებ პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები - ინფორმაცია მისი დაკავების, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების, მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის, მისი სისხლის სამართლის საქმეში ამა თუ იმ სტატუსით მონაწილეობის შესახებ. აღნიშნული მონაცემები ვრცელდება ისეთი პირების მხრიდან, რომლებსაც მათზე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ.„ზემოაღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება ისეთი პირების მხრიდან, რომლებსაც დიდი ალბათობით ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ არც სისხლის სამართლის საქმის, არც ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალებზე და არც სამართალდამცავი ორგანოების მფლობელობაში არსებულ იმ საინფორმაციო ბაზებზე, რომლებშიც აღნიშნული მონაცემები შესაძლოა ინახებოდეს, მათი რეალობის/სიზუსტის შემთხვევაში“ -ნათქვამია განცხადებაში.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო იმის შემოწმება, თუ რა გზით გახდა ცნობილი ეს მონაცემები სხვადასხვა პირებისთვის.„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს. ექვსი დღის წინ ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.
https://sputnik-georgia.com/20210711/leqso-laSqaravas-cxedris-eqspertiza-dasrulda-252283210.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252285365_0:92:2400:1600_1920x0_80_0_0_e0b0901747c3bddb52e197777cd80d74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს არ გაავრცელონ ოპერატორის პირადი ინფორმაცია
23:30 11.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება ხელყოფს გარდაცვლილის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და წარმოადგენს კანონის დარღვევას, აცხადებს სამსახური.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს საზოგადოებას თავი შეიკავონ „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას შესახებ მონაცემების გაზიარებისგან და გავრცელებისგან.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაშია ნათქვამი, ამგვარი ინფორმაციის გავრცელება ხელყოფს გარდაცვლილის პირად ცხოვრებას და წარმოადგენს კანონის დარღვევას.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას შესახებ პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები - ინფორმაცია მისი დაკავების, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების, მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის, მისი სისხლის სამართლის საქმეში ამა თუ იმ სტატუსით მონაწილეობის შესახებ. აღნიშნული მონაცემები ვრცელდება ისეთი პირების მხრიდან, რომლებსაც მათზე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ.
„ზემოაღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება ისეთი პირების მხრიდან, რომლებსაც დიდი ალბათობით ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ არც სისხლის სამართლის საქმის, არც ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალებზე და არც სამართალდამცავი ორგანოების მფლობელობაში არსებულ იმ საინფორმაციო ბაზებზე, რომლებშიც აღნიშნული მონაცემები შესაძლოა ინახებოდეს, მათი რეალობის/სიზუსტის შემთხვევაში“ -ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო იმის შემოწმება, თუ რა გზით გახდა ცნობილი ეს მონაცემები სხვადასხვა პირებისთვის.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს. ექვსი დღის წინ ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.