https://sputnik-georgia.com/20210710/saqarTvelos-popularizacias-erT-erTi-yvelaze-maRalreitinguli-turistuli-gamocema-gauwevs-252275835.html
საქართველოს პოპულარიზაციას ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემა გაუწევს
საქართველოს პოპულარიზაციას ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემა გაუწევს
Sputnik საქართველო
ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში არაერთი ტურისტული ადგილი მოინახულა, რომელთა შესახებაც ვრცელ სტატიას მოამზადებს. 10.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-10T21:48+0400
2021-07-10T21:48+0400
2021-08-28T14:32+0400
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24038/33/240383391_0:42:1856:1086_1920x0_80_0_0_a5b6ac4e1f9e7d61d1a7e9c69a6673bb.jpg
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოში მაღალრეიტინგული საერთაშორისო გამოცემა Business Traveller Middle East-ის ჟურნალისტი მელანი სვანი (Melanie Swan) იმყოფება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.ვიზიტი სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით გაიმართა. მელანი სვანი ტურისტული ადგილების გაცნობის შემდგ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებს, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ავიაკომპანიების მგზავრები გაეცნობიან.ოთხ დღიანი ტურის ფარგლებში სამოგზაურო და საავიაციო ჟურნალის წარმომადგენელი ყვარელს, ანანურს, სტეფანწმინდას, ჯუთასა და მცხეთას ესტუმრა.„ასეთი ტურები საშუალებას გვაძლევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სპარსეთის ყურის ქვეყნებში პოზიციონირება მოვახდინოთ იმ ტურისტული პროდუქტების, რომელსაც ჩვენს პოტენციურ ვიზიტორებს ვთავაზობთ“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.მისივე ინფორმაციი, Business Traveller-ის ჟურნალი მხოლოდ აეროპორტებსა და თვითმფრინავის ბორტებზე არ ვრცელდება, გამოცემას ინტერნეტ სივრცეში 1.4 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.„ისინი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას გაეცნობიან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს მიმართ ინტერესს ტურისტებს შორის“, - აღნიშნა ჯანიაშვილმა. Business Traveller Middle East-ის ჟურნალი ახლო აღმოსავლეთის 20 საერთაშორისო აეროპორტში (ქუვეითი, აბუ-დაბი, ჯიდა, დუბაი და სხვ.), ასევე ავიაკომპანიების ბორტებზე, სასტუმროებსა და ტურისტულ სააგენტოებში ვრცელდება.ჟურნალი საერთაშორისო გამოცემის Business Traveller-ის ქსელის ნაწილია, რომელიც 14 ქვეყანასა და რეგიონში, მათ შორის - დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, ჩინეთსა და აფრიკის ქვეყნებშია წარმოდგენილი. გამოცემას ყოველთვიურად 530 ათასზე მეტი ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს, ხოლო ონლაინ გვერდის დამთვალიერებელთა რაოდენობა თვეში 1,4 მილიონს აჭარბებს.
https://sputnik-georgia.com/20210710/polonelma-turistma-klinika-datova-es-erTi-adamiani-mTel-saqarTvelos-ar-warmoadgens-252275777.html
https://sputnik-georgia.com/20210707/evropaSi-yvelaze-grZeli-ziplaini-aWaraSi-aSendeba-252245939.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24038/33/240383391_177:0:1681:1128_1920x0_80_0_0_4b2977a2d173026e82fc0bfc99844be4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
საქართველოს პოპულარიზაციას ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემა გაუწევს
21:48 10.07.2021 (განახლებულია: 14:32 28.08.2021) ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში არაერთი ტურისტული ადგილი მოინახულა, რომელთა შესახებაც ვრცელ სტატიას მოამზადებს.
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოში მაღალრეიტინგული საერთაშორისო გამოცემა
Business Traveller Middle East-ის ჟურნალისტი მელანი სვანი (Melanie Swan) იმყოფება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
განცხადებაში.
ვიზიტი სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით გაიმართა. მელანი სვანი ტურისტული ადგილების გაცნობის შემდგ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებს, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ავიაკომპანიების მგზავრები გაეცნობიან.
ოთხ დღიანი ტურის ფარგლებში სამოგზაურო და საავიაციო ჟურნალის წარმომადგენელი ყვარელს, ანანურს, სტეფანწმინდას, ჯუთასა და მცხეთას ესტუმრა.
„ასეთი ტურები საშუალებას გვაძლევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სპარსეთის ყურის ქვეყნებში პოზიციონირება მოვახდინოთ იმ ტურისტული პროდუქტების, რომელსაც ჩვენს პოტენციურ ვიზიტორებს ვთავაზობთ“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
მისივე ინფორმაციი, Business Traveller-ის ჟურნალი მხოლოდ აეროპორტებსა და თვითმფრინავის ბორტებზე არ ვრცელდება, გამოცემას ინტერნეტ სივრცეში 1.4 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
„ისინი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას გაეცნობიან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს მიმართ ინტერესს ტურისტებს შორის“, - აღნიშნა ჯანიაშვილმა.
Business Traveller Middle East-ის ჟურნალი ახლო აღმოსავლეთის 20 საერთაშორისო აეროპორტში (ქუვეითი, აბუ-დაბი, ჯიდა, დუბაი და სხვ.), ასევე ავიაკომპანიების ბორტებზე, სასტუმროებსა და ტურისტულ სააგენტოებში ვრცელდება.
ჟურნალი საერთაშორისო გამოცემის Business Traveller-ის ქსელის ნაწილია, რომელიც 14 ქვეყანასა და რეგიონში, მათ შორის - დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, ჩინეთსა და აფრიკის ქვეყნებშია წარმოდგენილი. გამოცემას ყოველთვიურად 530 ათასზე მეტი ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს, ხოლო ონლაინ გვერდის დამთვალიერებელთა რაოდენობა თვეში 1,4 მილიონს აჭარბებს.