გაუარესება არ არის: კოვიდ-ინფიცირებული ჩვილი ბავშვების მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

© photo: Sputnik / Aleksey Smirnov / გადასვლა მედიაბანკშიბავშვთა რეანიმაცია
ბავშვთა რეანიმაცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
გამოწერა
კლინიკის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპისთვის მთავარი შედეგი არის, რომ კოვიდინფიცირებულ ჩვილების მდგომარეობაში გაუარესება არ აღენიშნება.
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. თბილისის ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ჩვილის მდგომარეობა, რომლებიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან შეერთებული, კვლავ კვლავ სტაბილურად მძიმეა, განაცხადა კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა.
მედიასაშუალებებმა სამი ჩვილის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია 8 ივლისს გაავრცელეს. ორი ბავშვი ორი თვის, ერთი კი ახალშობილია. სამივე მათგანი კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული.
„ამ ეტაპზე გაუმჯობესების კუთხით ვერაფერს სასიხარულოს ვერ გეტყვით, სამწუხაროდ, მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა მივაღწიეთ სტაბილურობას. ამ ეტაპზე გაუარესება არ გვაქვს. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ბავშვები გამოჯანმრთელებული დაუბრუნდნენ ოჯახებს. ჩართული არის ამაში „ევექსის“ ბორდი, რეანიმაციის და პედიატრიის ბორდი. მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს ვიყენებთ, რათა მივაღწიოთ სასურველ შედეგს. ჯანდაცვის სამინისტროსგან არის სრული ჩართულობა“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
გამვლელები პირბადეებით ბაზრობაზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა
სამიდან ერთ-ერთს დაუდასტურდა „ინდური“, იგივე „დელტა“ შტამი, მეორეს აქვს „ალფა“ შტამი, ხოლო მესამის PCR-ტესტის პასუხს ელოდებიან. სავარაუდოდ, მისი პასუხი დღეს იქნება ცნობილი.
„სამივე პაციენტი რჩება მართვით სუნთქვაზე, მათი პარამეტრები არის საკმაოდ ხისტი და ამიტომაც ვამბობთ, რომ არის საშუალოზე მეტი სიმძიმის მდგომარეობა“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში 90-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვი გადის მკურნალობას.
საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამის" (იგივე „დელტა" შტამი) პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დადასტურდა. 
„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.
AstraZeneca-ს ვაქცინის ახალი პარტია საქართველოშია >>
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ „ინდური" შტამი მალე „ბრიტანულს" ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად აქტიურად ცირკულირებს ქვეყანაში.
ყველა ახალი ამბავი
0