ჰაიტის ხელისუფლებამ ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაეროს დახმარება სთხოვა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს გენასამბლეა
გაეროს გენასამბლეა - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
გამოწერა
მათ ასევე შეერთებულ შტატებს მიმართეს და ინფრასტრუქტურის, პორტების, აეროპორტებისა და ენერგეტიკული სისტემების დასაცავად 500-კაციანი შეზღუდული კონტინგენტის გამოგზავნა ითხოვეს.
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. ჰაიტის ხელისუფლებამ პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის მკვლელობის შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაეროს ჯარის გამოგზავნის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ РИА Новости წერს.
ჟოვენელ მოიზი - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებული არიან
ჰაიტის პრემიერ-მინისტრის აპარატის წერილი 7 ივლისით არის დათარიღებული და ეხება „ეროვნული პოლიციის მცდელობის მხარდაჭერას, რომელიც მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენას ემსახურება“.
გაეროს გენერალური მდივნის ოფისში РИА Новости-ს დაუდასტურეს, რომ წერილი მიიღეს და მას სწავლობენ. ორგანიზაციაში დასძინეს, რომ კონტინგენტის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს.
ამავე დროს, ნორვეგიის მუდმივმა წარმომადგენელმა მონა იუულმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭო ჯერ არ განიხილავს ჰაიტიში სამშვიდობოების დაბრუნებას. წინა მისია, რომელიც 15 წელიწადს გრძელდებოდა, 2019 წელს დასრულდა.
ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი 7 ივლისს წინ საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს თავში გასროლით. მძიმედ დაიჭრა მისი მეუღლეც. ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ქვეყანას დროებით მინისტრთა საბჭო მართავს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.
ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, მათ დაადგინეს 28 ეჭვმიტანილი თავდასხმაში: 26 მათგანი კოლუმბიის მოქალაქეა, კიდევ ორი წარმოშობით ​​ჰაიტელი აშშ-ის მოქალაქეა. ამ დროისთვის, პოლიციის უფროსის განცხადებით, დაკავებულია 17 ადამიანი.
 
ყველა ახალი ამბავი
0