https://sputnik-georgia.com/20210709/haitis-prezidentias-mkvlelobaSi-eWvmitanilebi-dakavebuli-arian-252260601.html
ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებული არიან
ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებული არიან
Sputnik საქართველო
ჰაიტის პრეზიდენტის, 53 წლის ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში ეჭვმიტანილები ჰაიტიში ტაივანის საელჩოში დააკავეს. 09.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-09T10:13+0400
2021-07-09T10:13+0400
2023-07-20T15:42+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252259851_0:0:2121:1201_1920x0_80_0_0_af2d4d27db13ac81fd67bda496a1b86e.jpg
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ჰაიტის პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 11-კაციანი ჯგუფი ჰაიტიში ტაივანის საელჩოს ტერიტორიაზე დააკავეს. ამის შესახებ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განაცხადეს.წინა დღეს ჰაიტის პოლიციამ დიპლომატებს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილების მოსაძებნად საელჩოს ტერიტორიაზე აპირებდნენ შესვლას.საელჩომ ამაზე თანხმობა განაცხადა იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჰაიტის „ერთგული მეგობარი და საიმედო პარტნიორია“.უფრო ადრე აღინიშნა, რომ მოიზის მკვლელობაში ერთ-ერთი სამხრეთამერიკული ქვეყნის გადამდგარი სამხედროები იყვნენ ეჭვმიტანილი. ჰაიტის სამართალდამცველმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ დაადგინეს 28 სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, აქედან 26 კოლუმბიის მოქალაქეა.სულ დაკავებულია 17 ეჭვმიტანილი, კიდევ შვიდი ლიკვიდირებულია.ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი ორი დღის წინ საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს თავში გასროლით. მძიმედ დაიჭრა მისი მეუღლეც. ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ქვეყანას დროებით მინისტრთა საბჭო მართავს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.
https://sputnik-georgia.com/20210707/haitis-prezidenti-TavSigasroliT-mokles-252244454.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252259851_0:0:2121:1335_1920x0_80_0_0_aa40b6c83229a8793bebb92041345c13.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებული არიან
10:13 09.07.2021 (განახლებულია: 15:42 20.07.2023) ჰაიტის პრეზიდენტის, 53 წლის ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში ეჭვმიტანილები ჰაიტიში ტაივანის საელჩოში დააკავეს.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ჰაიტის პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 11-კაციანი ჯგუფი ჰაიტიში ტაივანის საელჩოს ტერიტორიაზე დააკავეს. ამის შესახებ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განაცხადეს.
წინა დღეს ჰაიტის პოლიციამ დიპლომატებს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილების მოსაძებნად საელჩოს ტერიტორიაზე აპირებდნენ შესვლას.
საელჩომ ამაზე თანხმობა განაცხადა იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჰაიტის „ერთგული მეგობარი და საიმედო პარტნიორია“.
უფრო ადრე აღინიშნა, რომ მოიზის მკვლელობაში ერთ-ერთი სამხრეთამერიკული ქვეყნის გადამდგარი სამხედროები იყვნენ ეჭვმიტანილი. ჰაიტის სამართალდამცველმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ დაადგინეს 28 სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, აქედან 26 კოლუმბიის მოქალაქეა.
სულ დაკავებულია 17 ეჭვმიტანილი, კიდევ შვიდი ლიკვიდირებულია.
ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი ორი დღის წინ საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს თავში გასროლით. მძიმედ დაიჭრა მისი მეუღლეც. ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ქვეყანას დროებით მინისტრთა საბჭო მართავს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.