საქართველო რუმინეთისგან საჩუქრად 10 ათას დოზა AstraZeneca-ს მიიღებს

© REUTERS / THILO SCHMUELGEN AstraZeneca
 AstraZeneca - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
რუმინეთმა მსგავსი დახმარება საქართველოსთან ერთად უკრაინასა და მოლდოვასაც აღმოუჩინა. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩამოვა ვაქცინა ქვეყანაში.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. რუმინეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს 10 ათას დოზა ვაქცინას გამოუყოფს, განაცხადა საქართველოში რუმინეთის ელჩმა რაზვან როდუნდუმ.
გადაწყვეტილება ქართული მხარის თხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული.
ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს ქვეყანა რუმინეთიდან ვაქცინებს.
„გუშინ რუმინეთის მთავრობამ დაამტკიცა გადაწყვეტილება და AstraZeneca-ს 10 ათასი დოზა მალე თბილისში ჩამოვა. ჩვენ მხოლოდ ორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრების შეთანხმება დაგვრჩა. რუმინეთი, თავის მხრივ, ასევე უზრუნველყოფს ვაქცინების ტრანსპორტირებას საქართველოში. თუ საქართველო სამომავლოდაც მოგვმართავს დახმარების თხოვნით, რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ. იმედია COVID-ს მალე უკან ჩამოვიტოვებთ", – განაცხადა ელჩმა. 
Pfizer - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
„ვკარგავთ ძვირფას დროს" – გაბუნია საქართველოში ვაქცინაციის პროცესზე
საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 ივნისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საზღვაო ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში.
თანამშრომლობის კუთხით ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებებია ვაჭრობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა და სპორტი.
საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე გამოუყო ესტონეთმა, ჩინეთმა, ისრაელმა, შეერთებულმა შტატებმა, პოლონეთმა და ლატვიამ.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო. ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 289.399 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც სრული ორი დოზა 113.895 მოქალაქეს აქვს მიღებული.
 
ყველა ახალი ამბავი
0