„ვკარგავთ ძვირფას დროს" – გაბუნია საქართველოში ვაქცინაციის პროცესზე

© AP Photo / Virginia MayoPfizer
Pfizer - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 283.631 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც სრული ორი დოზა 111.589 მოქალაქეს აქვს მიღებული.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი Pfizer-ის ვაქცინას ირჩევს და ელოდება, თუ როდის შემოვა ქვეყანაში პრეპარატი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან.  
მისი თქმით, მოლოდინის რეჟიმში სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძვირ­ფა­ს დროს კარგავს, რად­განაც Sinopharm-ის, Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებიც მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. 
ჩვილისა და მამის ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
„ინდური შტამი" თუ? – კორონავირუსით ინფიცირებული სამი ჩვილი მართვით სუნთქვაზეა
„მოსახლეობის დიდი ნაწილი Pfizer-ს ანიჭებს უპირატესობას. მათი მოლოდინები რეალისტურია, ჩვენ გა­და­ვალთ Pfizer -ით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ფარ­თო კამ­პა­ნი­ა­ზე. დღეისათვის Sinopharm-ზე მომართვიანობა არის, მაგრამ ისეთი მაღალი არა, როგორც ეს იყო ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანის დროს. შეიძლება ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი Pfizer-ს ელოდება“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ისეთი აქტიურობით არ მიდის, როგორი მოლოდინიც იყო. საქართველოს ჯანდაცვის უწყება იმედს გამოთქვამს, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაინც გადაწყვეტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის იმ ვაქცინებით ჩატარებას, რომელიც ქვეყანაში დღეს არის ხელმისაწვდომი.
„იმედი გვაქვს, რომ ორი კვირის შემდეგ დღეში 20–25 ათასი ადამიანის ვაქცინაცია მოხდება“, – აღნიშნა გაბუნიამ.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო. ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული.
ყველა ახალი ამბავი
0