მიგრანტების ვაქცინაციის უდიდესი ცენტრი მსოფლიოში: მუშაობის პრინციპები

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაციის ცენტრი მოსკოვში
ვაქცინაციის ცენტრი მოსკოვში - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ვაქცინაციის ახალი ცენტრი გაიხსნა უცხოეთის მოქალაქეების ასაცრელად.
დანარა კურმანოვა
ცენტრში სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლების ორგანიზებულ ჯგუფებსაც ცრიან და კერძო პირებსაც. როგორაა ორგანიზებული პროცედურა, რა ღირს მომსახურება და რა საბუთებია საჭირო — წაიკითხეთ Sputnik-ის მიმოხილვაში.
მოსკოვის ხელისუფლებამ 29 ივნისს კორონავირუსზე უცხოელი დასაქმებულების ვაქცინაციის კამპანია წამოიწყო. პროგრამის ფარგლებში ვაქცინაციის ორი პუნქტი გაიხსნა: დაბა სახაროვოს საიმიგრაციო ცენტრში და სავაჭრო ცენტრ „სადოვოდის“ ტერიტორიაზე. ერთი კვირის შემდეგ კი, 6 ივლისს მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ვაქცინაციის ახალი ცენტრი გახსნა ოლიმპიურ ცენტრ „ლუჟნიკებში“.
მიგრანტების ვაქცინაცია მოსკოვში - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
ორგანიზებულად და უფასოდ: მოსკოვში შრომით მიგრანტებს ცრიან
საქმე ისაა, რომ 15 ივლისამდე მოსკოვის ვაჭრობის, მომსახურებისა და საზკვების სფეროს კომპანიების თანამშრომლების 60% მაინც უნდა იყოს აცრილი. ამასთან „სადოვოდსა“ და სახაროვოში არსებული ვაქცინაციის ცენტრების გამტარუნარიანობა დღე-ღამეში 4 ათასი ადამიანი იყო, „ლუჟნიკებისა“ კი 15 ათასი კაცია დღე-ღამეში.
„ტურისტებს არ ავცრით, — განმარტა ექიმმა მარია სოკოლოვამ. — იცრებიან უცხოეთის მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც აქ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ლეგალურად. საჭიროა პასპორტი, დასაქმებაზე პატენტი, დაზღვევის მოწმობა, შრომითი ხელშეკრულება, სტუდენტის შემთხვევაში — მოწმობა, რომ ის ნამდვილად სწავლობს“.
ვაქვინის ღირებულება 1300 რუბლია. კერძო პირებს გადახდა ადგილზეც შეუძლიათ და ონლაინ-რეჟიმშიც.
„ჩვენ ერთკომპონენტიან ვაქცინა „სპუტნიკ ლაითს“ ვიყენებთ, — ამბობს მარია სოკოლოვა. — ეს აბსოლუტურად უსაფრთხო ვაქცინაა, რომელიც გამალეის ცენტრში შეიქმნა და რომელიც არ შეიცავს პათოგენურ ვირუსს, აყალიბებს უჯრედულ და ჰუმორალურ იმუნიტეტს“.
კომპლექსის ფართობი 145 ჰექტარზე მეტია. ასეთი მასშტაბური ტერიტორია სპეციალურად შეირჩა ვაქცინაციისთვის, ამბობენ ორგანიზატორები. უშუალოდ აცრებისთვის არენის ორი სექტორია გამოყოფილი, ხოლო სხვა სათავსოებში ვაქცინებისთვის საჭირო მაცივრები და ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებები თუ სადეზინფექციო მასალები ინახება.
პუნქტი უცხოელების ასაცრელადაა მოწყობილი, თუმცა იქ ვაქცინირება რუსეთის მოქალაქეებსაც შეუძლიათ. ცენტრი ყოველდღე მუშაობს, უქმეების გარეშე — დილის 10 საათიდან ღამის 10 საათამდე.
ვითარება მიგრაციულ ცენტრთან მოსკოვის ოლქში - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოდით ჩრდილიდან: რუსეთი მიგრანტებს ლეგალიზაციას უმარტივებს
„ლუჟნიკების“ გარდა მოსკოვში ვაქცინაციის ცენტრები გახსნილია 25 პოლიკლინიკაშიც, სადაც წინასწარ ჩაწერა ტელეფონითაა შესაძლებელი. თუმცა უცხოელებისთვის ყველაზე პოპულარული მაინც „ლუჟნიკების“ სავაქცინაციო ცენტრია, ვინაიდან ის მოხერხებულ ადგილზეა განთავსებული და პროცედურაც სწრაფად ტარდება.
„ლუჟნიკებში“ სახელმწიფო მომსახურების ცენტრებისა და შრომის დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ. ისინი ამოწმებენ დოკუმენტებს და ვაქცინაციის სერტიფიკატში შეტანილ მონაცემებს. სერტიფიკატი მაშინვე გაიცემა, 21 დღის შემდეგ კი ვაქცინირებული მობილურ ტელეფონზე იღებს QR-კოდს.
კოდის SMS-ით მიღება ახლახან დაინერგა. მანამდე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ ჰქონდათ გაფორმებული ბინადრობის უფლება, პრობლემას ეჯახებოდნენ დანართზე, რომლითაც კოდი უნდა გადაეწერათ. სისტემა რუსეთში დასაქმებაზე პატენტს ითხოვდა, რომელიც ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს არ ესაჭიროებათ.
კომპლექსში 25 ექიმი და 99 მედდა მუშაობს, ვაქცინაციის ადგილები ერთმანეთისგან 1,5-2 მეტრითაა დაშორებული. თითოეულ დარბაზს ცალკე შესასვლელ-გასასვლელი აქვს, რათა ადამიანებს ერთმანეთთან ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ. როდესაც მედიცინის მუშაკი პაციენტის ვაქცინაციას ამთავრებს, ლურჯ დროშას სწევს მაღლა იმის სანიშნებლად, რომ ადგილი თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0