https://sputnik-georgia.com/20210708/saqarTvelom-masobrivi-vaqcinaciisTvis-damatebiTi-inventari-miiRo-252252460.html
საქართველომ მასობრივი ვაქცინაციისთვის დამატებითი ინვენტარი მიიღო
საქართველომ მასობრივი ვაქცინაციისთვის დამატებითი ინვენტარი მიიღო
Sputnik საქართველო
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების ერთი მილიონი... 08.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-08T12:39+0400
2021-07-08T12:39+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252221980_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_d456edbc61045b181b36384629f293e6.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) დღეს საქართველოს, მასობრივი ვაქცინაციის ტექნიკურად გამართულ გარემოში ჩასატარებლად, დამატებითი ინვენტარი გადმოსცეს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.ავსტრიამ საქართველოს AstraZeneca-ს ვაქცინის 5 ათასი დოზა აჩუქა>>გაბუნიას ინფორმაციით, ინვენტარის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს უახლოეს მომავალში ექნება.გაბუნიამ მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ცენტრალურ ოფისს ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში დახმარების გაწევისთვის.საქართველოში 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყანაში შემოტანილია ჩინური ვაქცინები Sinopharm და Sinovac. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის 350 ბრიგადა და 150 კლინიკა მოამზადა.ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 283.631 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც 111.589 მოქალაქეს სრული ორი დოზა აქვს მიღებული.
https://sputnik-georgia.com/20210707/latvia-saqartvelos-vaqcinebs-gadascems-252241609.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252221980_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2471c35ecf9ce4af60b8717d581678c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველომ მასობრივი ვაქცინაციისთვის დამატებითი ინვენტარი მიიღო
12:39 08.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების ერთი მილიონი დოზა მიიღო.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) დღეს საქართველოს, მასობრივი ვაქცინაციის ტექნიკურად გამართულ გარემოში ჩასატარებლად, დამატებითი ინვენტარი გადმოსცეს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას ინფორმაციით, ინვენტარის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს უახლოეს მომავალში ექნება.
„საქართველომ მიიღო 70-ზე მეტი ნოუთბუქი მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებისთვის, ასევე ვაქცინების გადასატანი 200 „ცივი ყუთი“, ყინულის სამედიცინო მაცივრები, რომლებიც უახლოეს მომავალში მოეწოდება ქვეყანას. ასევე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ავტომობილი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გაბუნიამ მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ცენტრალურ ოფისს ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში დახმარების გაწევისთვის.
საქართველოში 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყანაში შემოტანილია ჩინური ვაქცინები Sinopharm და Sinovac. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის 350 ბრიგადა და 150 კლინიკა მოამზადა.
ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 283.631 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც 111.589 მოქალაქეს სრული ორი დოზა აქვს მიღებული.