https://sputnik-georgia.com/20210705/avstriam-saqarTvelos-AstraZeneca-5-milioni-doza-aCuqa-252209879.html
ავსტრიამ საქართველოს AstraZeneca-ს ვაქცინის 5 ათასი დოზა აჩუქა
ავსტრიამ საქართველოს AstraZeneca-ს ვაქცინის 5 ათასი დოზა აჩუქა
Sputnik საქართველო
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60 პროცენტს შეადგენს. 05.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-05T10:13+0400
2021-07-05T10:13+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/06/251379931_0:300:3091:2047_1920x0_80_0_0_5cf881150170abff1a9afb707bc823d2.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ავსტრიის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის 5 ათასი დოზა უკვე თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ავრცელებს.მანამდე საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინა ორჯერ, მარტსა და მაისში მიიღო – ჯამში 86 ათასი დოზა. პრეპარატის მესამე პარტიას კი ქვეყანა 22 ივნისისთვის ელოდა, თუმცა მისი შემოტანა გარკვეული ლოგისტიკური ხარვეზების გამო ვერ მოხერხდა.ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.3 ივლისის მონაცემებით, საქართველოში სულ 267.727 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 105.649 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210703/saqarTvelo-masobrivi-vaqcinaciisTvis-emzadeba-252200296.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/06/251379931_0:104:3091:2047_1920x0_80_0_0_a58e9b2b637058a4c6fc0d867a22bb3c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ავსტრიამ საქართველოს AstraZeneca-ს ვაქცინის 5 ათასი დოზა აჩუქა
10:13 05.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60 პროცენტს შეადგენს.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ავსტრიის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის 5 ათასი დოზა უკვე თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ავრცელებს.
„ახლახან დაეშვა თბილისის აეროპორტში ვენა–თბილისის რეისი, რომლითაც ავსტრიის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული 5 ათასი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა ჩავიდა! ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ!“ – წერს ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში.
მანამდე საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინა ორჯერ, მარტსა და მაისში მიიღო – ჯამში 86 ათასი დოზა. პრეპარატის მესამე პარტიას კი ქვეყანა 22 ივნისისთვის ელოდა, თუმცა მისი შემოტანა გარკვეული ლოგისტიკური ხარვეზების გამო ვერ მოხერხდა.
ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.
3 ივლისის მონაცემებით, საქართველოში სულ 267.727 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 105.649 ადამიანი.