https://sputnik-georgia.com/20210703/saqarTvelo-masobrivi-vaqcinaciisTvis-emzadeba-252200296.html
საქართველო მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება
საქართველო მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები – 500 ათასი დოზა Sinopharm და 500 ათასი დოზა Sinovac, რომელთა დახმარებითაც ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდება, უკვე... 03.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-03T11:32+0400
2021-07-03T11:32+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/05/251378400_0:0:3068:1734_1920x0_80_0_0_047320bf38133d9e19a4afb860902f4e.jpg
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. აჭარა და ქუთაისი მასობრივი ვაქცინაციისთვის უკვე მზადაა, იუწყება ტელეარხი Imediაჭარაში იმუნიზაციის პროცესში კიდევ 11 სამედიცინო დაწესებულება ჩაირთვება, აცრის გაკეთება 24 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი. მოქალაქეებს 52 ამცრელი ბრიგადა მოემსახურება.ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოეწყო სპეციალური სივრცე მათთვის, ვინც წინასწარი ჯავშნის გაკეთებას ვერ ახერხებს.ქუთაისში კი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური ცენტრი ჩაერთვება. სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციის მსურველ მოსახლეობას 20 კაბინეტი მოემსახურება.ჩხობაძის ცენტრში ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან მიმდინარეობს და ამ დრომდე 4 ათასამდე მოქალაქის ვაქცინაცია განხორციელდა. სამედიცინო დაწესებულებაში იმედოვნებენ, რომ მოსახლეობა ამგვარ აქტიურობას გამოიჩენს მასობრივი ვაქცინაციის პროცესშიც, რომელიც 5 ივლისიდან დაიწყება.ჩხობაძის ცენტრში მასობრივი ვაქცინაცია განხორციელდება ვაქცინებით Sinovac და Sinopharm, სხვა ვაქცინები ეტაპობრივად დაემატება.საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ვაქცინაცია ჩაიტარა 266.161-მა ადამიანმა, აქედან სრულად (ორმაგად) ვაქცინირებულია 104.196 მოქალაქე.
https://sputnik-georgia.com/20210702/Sinopharm-vaqcinaciaze-registracia-3-ivlisidan-daiwyeba-252199153.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/05/251378400_0:0:3068:1928_1920x0_80_0_0_c94601d1474ceebc74fe1a2572811f45.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველო მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება
11:32 03.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები – 500 ათასი დოზა Sinopharm და 500 ათასი დოზა Sinovac, რომელთა დახმარებითაც ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდება, უკვე საქართველოშია.
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. აჭარა და ქუთაისი მასობრივი ვაქცინაციისთვის უკვე მზადაა, იუწყება ტელეარხი Imedi
აჭარაში იმუნიზაციის პროცესში კიდევ 11 სამედიცინო დაწესებულება ჩაირთვება, აცრის გაკეთება 24 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი. მოქალაქეებს 52 ამცრელი ბრიგადა მოემსახურება.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოეწყო სპეციალური სივრცე მათთვის, ვინც წინასწარი ჯავშნის გაკეთებას ვერ ახერხებს.
ქუთაისში კი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური ცენტრი ჩაერთვება. სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციის მსურველ მოსახლეობას 20 კაბინეტი მოემსახურება.
ჩხობაძის ცენტრში ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან მიმდინარეობს და ამ დრომდე 4 ათასამდე მოქალაქის ვაქცინაცია განხორციელდა. სამედიცინო დაწესებულებაში იმედოვნებენ, რომ მოსახლეობა ამგვარ აქტიურობას გამოიჩენს მასობრივი ვაქცინაციის პროცესშიც, რომელიც 5 ივლისიდან დაიწყება.
ჩხობაძის ცენტრში მასობრივი ვაქცინაცია განხორციელდება ვაქცინებით Sinovac და Sinopharm, სხვა ვაქცინები ეტაპობრივად დაემატება.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ვაქცინაცია ჩაიტარა 266.161-მა ადამიანმა, აქედან სრულად (ორმაგად) ვაქცინირებულია 104.196 მოქალაქე.