ოქტომბერში ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული ერთობლივი სწავლება გაიმართება

© photo: Sputnikსაქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
ხუთშაბათს გაიმართა პირველი ონლაინ-სხდომა, სადაც წვრთნების საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს, იუწყება თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი სამხედრო წვრთნებს Eternity-2021 4-8 ოქტომბერს გამართავენ, იუწყება Twitter-ში თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო.
ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2019
ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი სამხედროები წვრთნებისთვის ემზადებიან
უწყების ცნობით, 8 ივლისს გაიმართა პირველი ონლაინ-სხდომა, სადაც წვრთნების ორგანიზაციის დაგეგმარებაზე იმსჯელეს.
სად გაიმართება წვრთნები, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
პირველად სწავლება Eternity 2014 წელს გაიმართა, ბოლოჯერ - 2019 წელს ბაქოში. საქართველო აღნიშნულ წვრთნებს 2019 წლიდან შეუერთდა.
ყველა ახალი ამბავი
0