ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი სამხედროები წვრთნებისთვის ემზადებიან

© photo: Ministry of Defense of Azerbaijanქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები
ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქოში რეგიონის დიდი ეკონომიკური პროექტების უსაფრთხოებისკენ მიმართული წვრთნების ორგანიზებაზე იმსჯელეს.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო მოსამსახურეები ემზადებიან ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო წვრთნებისთვის Eternity-2019 კომპიუტერული მხარდაჭერით, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს შეხვდება

თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები თავდაცვის სფეროში ინტენსიური 2014 წლიდან გახდა, როდესაც გაიმართა პირველი წვრთნები Eternity, რომლებიც ტარდება სხვადასხვა რეგიონული ეკონომიკური პროექტების უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად ზომების შემუშავების მიზნით.

სწავლების მოსამზადებლად ბაქოში გუშინ გაიმართა დაგეგმილი კონფერენცია სამი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მონაწილეობით. კონფერენციაზე წვრთნებთან დაკავშირებული ამოცანები და საკითხები განიხილეს.

საქართველომ და აზერბაიჯანმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი>>

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და სამხრეთის გაზის დერეფანი.

ყველა ახალი ამბავი
0