COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Viktor Kaminskyადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.392-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 372.685-ს მიაღწია.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.043 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 652 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე ქვემო ქართლი, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: ქვემო ქართლი – 62, იმერეთი – 61, კახეთი – 60, აჭარა – 59, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 58, შიდა ქართლი – 38, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 18, გურია – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 841 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 357.090-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 20 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.415-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 11.198 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.139 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.804, აჭარაში – 151, იმერეთში – 402.
სამედიცინო კვლევა - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
COVID-19 საქართველოში – 8 ივლისის მონაცემები
672 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 170 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 5, იმერეთში – 12. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 906 ადამიანი, მათ შორის 697 – თბილისში, 204 – აჭარაში. 7.153 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 67, ხოლო აჭარაში – 4.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7.536 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2.680, აჭარაში – 685, იმერეთში – 983.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.043-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 373.728-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0