COVID-19 საქართველოში – 8 ივლისის მონაცემები

© Pixabay / DarkoStojanovicსამედიცინო კვლევა
სამედიცინო კვლევა - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 357.090 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.415, კარანტინის რეჟიმშია 75, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.139 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 906 ადამიანი იმყოფება.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.043-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 373.728-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 357.090 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 841), გარდაიცვალა – 5.415 (ბოლო 24 საათში – 20), კარანტინის რეჟიმშია 75, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.139 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 906 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 31.229 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14.057, PCR–ტესტით – 17.172.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,34%, ბოლო 14 დღის – 3,27%, ბოლო 7 დღის – 3,72%.
სულ აცრილია 283.631 პირი, ერთ დღეში აცრილია 5.702 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0