https://sputnik-georgia.com/20210708/gamyreliZe-orjeradad-acrilebSi-gardacvalebis-SemTxveva-ar-dafiqsirebula-252253167.html
გამყრელიძე: ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა
გამყრელიძე: ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა
Sputnik საქართველო
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების ერთი მილიონი... 08.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-08T13:36+0400
2021-07-08T13:36+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/07/251663423_0:159:2959:1833_1920x0_80_0_0_6aeb02a90b1e45f0ed6ac96ea75efca2.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. კორონავირუსზე ორჯერადად აცრილ პირებში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ეს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.დაავადებათა კონტროლის ცენტრი მთავრობას კიდევ ერთ რეკომენდაციას აძლევს – ვის შეეხება სიახლე>>გამყრელიძე მიიჩნევს, რომ პანდემიის დასრულების გზა მხოლოდ და მხოლოდ აცრებზე გადის. მისი განცხადებით, დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს და მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიყენონ შესაძლებლობა და აიცრან.როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე პორტალზე გახსნილია 100 ათასამდე ადგილი, დაჯავშნილია მხოლოდ 30-35 ათასის ფარგლებში, ანუ მიწოდება დაახლოებით სამჯერ აჭარბებს მოთხოვნას.გამყრელიძე მიიჩნევს, რომ აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის „ინდური შტამი“ სხვა შტამებს მთლიანად ჩაანაცვლებს. მისი განცხადებით, ამ დროისათვის ქვეყანაში „ინდური შტამის“ 52 შემთხვევა ფიქსირდება და კიდევ რამდენიმე შესაძლო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს.საქართველოში 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყანაში შემოტანილია ჩინური ვაქცინები Sinopharm და Sinovac. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის 350 ბრიგადა და 150 კლინიკა მოამზადა.ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 283.631 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც 111.589 მოქალაქეს სრული ორი დოზა აქვს მიღებული.
https://sputnik-georgia.com/20210708/saqarTvelom-masobrivi-vaqcinaciisTvis-damatebiTi-inventari-miiRo-252252460.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/07/251663423_0:66:2959:1926_1920x0_80_0_0_45a20a1e88045b2b50b6aaabf1d2ad55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
გამყრელიძე: ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა
13:36 08.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების ერთი მილიონი დოზა მიიღო.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. კორონავირუსზე ორჯერადად აცრილ პირებში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ეს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძე მიიჩნევს, რომ პანდემიის დასრულების გზა მხოლოდ და მხოლოდ აცრებზე გადის. მისი განცხადებით, დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს და მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიყენონ შესაძლებლობა და აიცრან.
„წელს ჩვენ უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60%, რათა წერტილი დავუსვათ გარდაცვალების ყოველდღიურ შემთხვევებს, ვირუსის ახალ შემთხვევებს და საერთოდ ეპიდემიას ქვეყანაში. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, ვიყოთ უფრო აქტიურები“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე პორტალზე გახსნილია 100 ათასამდე ადგილი, დაჯავშნილია მხოლოდ 30-35 ათასის ფარგლებში, ანუ მიწოდება დაახლოებით სამჯერ აჭარბებს მოთხოვნას.
გამყრელიძე მიიჩნევს, რომ აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის „ინდური შტამი“ სხვა შტამებს მთლიანად ჩაანაცვლებს. მისი განცხადებით, ამ დროისათვის ქვეყანაში „ინდური შტამის“ 52 შემთხვევა ფიქსირდება და კიდევ რამდენიმე შესაძლო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს.
საქართველოში 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყანაში შემოტანილია ჩინური ვაქცინები Sinopharm და Sinovac. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის 350 ბრიგადა და 150 კლინიკა მოამზადა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 283.631 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც 111.589 მოქალაქეს სრული ორი დოზა აქვს მიღებული.