https://sputnik-georgia.com/20210708/ali-ilmazi-252253961.html
ტაო-კლარჯეთში დაბადებული ექიმი, რომელიც ქართველ პაციენტებს უანგაროდ ეხმარება
ტაო-კლარჯეთში დაბადებული ექიმი, რომელიც ქართველ პაციენტებს უანგაროდ ეხმარება
Sputnik საქართველო
ქართული წარმოშობის ექიმი ალი ილმაზი დიდი ხანია, თურქეთში ჩასული ქართველი ემიგრანტებისთვის იმედის შუქურაა. სამედიცინო საქმიანობის დაწყების დღიდან დღემდე ბევრ... 08.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-08T14:21+0400
2021-07-08T14:21+0400
2023-07-20T15:42+0400
საინტერესო ადამიანები
წასაკითხი ამბები
საქართველო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252242238_0:38:1000:603_1920x0_80_0_0_fa401e9252bdec84fc5aa9a116172b58.jpg
ბატონი ალი უკვე 11 წელია, რაც თურქეთში სამედიცინო სფეროშია. ბოლო შვიდი წელი ქალაქ რიზეს მეშვიდე პოლიკლინიკაში ოჯახის ექიმად მუშაობს. არის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არაერთი საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციის მონაწილე და თანაორგანიზატორი. მიღებული აქვს მრავალი სერტიფიკატი და მადლობის წერილი. თუმცა მისთვის ყველაზე ძვირფასი ჯილდო გამოჯანმრთელებული მადლიერი ქართველი პაციენტების სიტყვებია... - ბატონო ალი, ყველა ქართველისთვის საოცარ ადგილზე დაიბადეთ...- დიახ, დავიბადე ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ართვინის რაიონში, შავშეთის ოლქში, სოფელ ხევწვრილში (Çağlıyan köyü). აქ გატარებული ბავშვობა ძალიან კარგად მახსენდება. მეექვსე კლასში ვიყავი, როცა ტრაპიზონში გადავედით საცხოვრებლად. ჩემში ბავშვობის ყველაზე დიდ ასოციაციას ბებიის ნამღერი ქართული სიმღერები იწვევს. ის წარმოშობით მაჭახელიდან იყო. მისი სიმღერები მილამაზებდა ბავშვობის დღეებს და ისინი ახლაც მახსოვს...- დღეს თუ ჩადიხართ ბავშვობის ალაგზე?- მშობლიურ სოფელში ოჯახთან ერთად ჩავდივარ ხოლმე და ძალიან ბედნიერი ვარ. ვამაყობ, რომ ამ ულამაზეს და ისტორიულ მხარეში დავიბადე. სხვათა შორის, ჩემი სახლი ისტორიულია და ის 200 წელზე მეტია, რაც დგას. იმ ადგილზე, სადაც დავიბადე, ყველა ქართულად საუბრობს. პატარებმა ბავშობიდანვე ვიცოდით, რომ ჩვენ თურქეთში მაცხოვრებელი ძირძველი ქართველები ვართ.- ექიმის პროფესია როგორ აირჩიეთ?- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების დახმარება. მიმაჩნია, რომ ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ ამ სამყაროში. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩემ განათლებასა და განვითარებაში მამაჩემმა და ცნობილმა მწერალმა გურამ ფანჯიკიძემ დიდი წვლილი შეიტანეს. მე ვიცნობდი ბატონ გურამს, რომელიც ყოველთვის მეუბნებოდა, შენ ორი ქვეყნის - საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სისტემებს შორის საყრდენი ხიდი იქნებიო. სულ მახსოვს ეს სიტყვები და ვცდილობ, რომ მისი იმედები გავამართლო.- უმაღლესი განათლება თბილისში მიიღეთ?- დიახ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე. იმ უნივერსიტეტმა, გარემომ, ლექტორებმა და კურსელებმა ჩემში დიდი კვალი დატოვეს. ყველაფერი ძალიან კარგად მახსენდება და იმ დროის ამბები ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებებია.- გავიგე, რომ თურქეთში ძალიან ბევრ ქართველ ემიგრანტს უანგაროდ ეხმარებით, მართალია?- თურქეთში სამედიცინო სფეროში მუშაობის დაწყების დღიდან ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი პაციენტი შემხვდა. მათ შეძლებისდაგვარად და, როგორც ბრძანეთ, უანგაროდ ვეხმარები. ამ თემაზე საქართველოსა და თურქეთში შესაბამის სამსახურებთანაც მაქვს კონტაქტი. ძალიან მიხარია, რომ თურქეთში ჩამოსულმა ქართველებმა კარგად იციან ჩემ შესახებ და, რაც მთავარია, ვეიმედები მათ. განსხვავებული პაციენტები არიან. ქართველები, როგორც საერთოდ კავკასიელებს ახასიათებს, ძალიან ემოციურები არიან და ეს მკურნალობის დროსაც აშკარად ვლინდება.- სამწუხაროდ, ფატალურ შემთხვევებსაც აქვს ადგილი და ვიცი, რომ ასეთ დროსაც არ ტოვებთ ქართველ ჭირისუფალს მარტო...- როცა ფატალური შემთხვევაა, ასეთ დროს თურქეთში ვუკავშირდები შესაბამის სამსახურებს, რათა გარდაცვლილ პაციენტებს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდეს. საჭიროების შემთხვევაში, მათ სარფამდე გადმოსვენებაშიც უანგაროდ ვეხმარები.- ქართველი მეუღლე როგორ გაიცანით?- მომავალი მეუღლის ეროვნებაზე წინასწარ არასდროს მიფიქრია, ჩვენ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი სიყვარული გახდა. ჩემი მეუღლის მამა და მამაჩემი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. მომავალი მეუღლე მაშინ გავიცანი, როცა მამამ სასწავლებლად თბილისში ჩამომიყვანა. დღეს ბედნიერი ოჯახი გვაქვს და ორი შვილი გვყავს. ყველაზე მეტად მიყვარს ოჯახში ყოფნა, ასევე მეგობრებთან შეხვედრაც. მიყვარს თბილისში ჩამოსვლა და რუსთაველზე გავლა. მიყვარს ეს ქვეყანა, რადგან საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა...- რაიმე მოულოდნელი ამბავი ხომ არ გახსენდებათ მადლიერი ქართველი პაციენტებისგან?- ერთ სასიამოვნო შემთხვევას გავიხსენებ. თურქეთში სულ რამდენიმე დღის ჩასული ვიყავი, როცა კლინიკაში ქართველი პაციენტი აღმოვაჩინე. ახალგაზრდა ბიჭი დახმარებას ითხოვდა, თუმცა მისი არავის ესმოდა. მოგეხსენებათ, ენის ბარიერი დიდი პრობლემაა. რა თქმა უნდა, მას მაშინვე დავეხმარე. გარკვეული დროის მერე ოჯახთან ერთად ბულვარში ვსეირნობდი, როცა ჩემ წინ მოულოდნელად აღმოჩნდა ადამიანების დიდი ჯგუფი, რომელმაც საჯაროდ მადლობის გადახდა დაიწყო მეგობრის გადარჩენისათვის. მერე მათ სწორედ ის ახალგაზრდა ბიჭი გამოეყო და მაშინ მივხვდი, რაც ხდებოდა. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირად ხდება და ეს ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა. ალბათ ასეთი წუთების გამო ღირდა ამ პროფესიის არჩევა, ყველაზე კეთილშობილური საქმეა სამყაროში...
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252242238_0:0:960:603_1920x0_80_0_0_2478afcfc7003b443418e55ef6d30cf7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
ტაო-კლარჯეთში დაბადებული ექიმი, რომელიც ქართველ პაციენტებს უანგაროდ ეხმარება
14:21 08.07.2021 (განახლებულია: 15:42 20.07.2023) ქართული წარმოშობის ექიმი ალი ილმაზი დიდი ხანია, თურქეთში ჩასული ქართველი ემიგრანტებისთვის იმედის შუქურაა. სამედიცინო საქმიანობის დაწყების დღიდან დღემდე ბევრ ქართველს დაეხმარა, თანაც სრულიად უანგაროდ.
ბატონი ალი უკვე 11 წელია, რაც თურქეთში სამედიცინო სფეროშია. ბოლო შვიდი წელი ქალაქ რიზეს მეშვიდე პოლიკლინიკაში ოჯახის ექიმად მუშაობს. არის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არაერთი საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციის მონაწილე და თანაორგანიზატორი. მიღებული აქვს მრავალი სერტიფიკატი და მადლობის წერილი. თუმცა მისთვის ყველაზე ძვირფასი ჯილდო გამოჯანმრთელებული მადლიერი ქართველი პაციენტების სიტყვებია...
- ბატონო ალი, ყველა ქართველისთვის საოცარ ადგილზე დაიბადეთ...
- დიახ, დავიბადე ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ართვინის რაიონში, შავშეთის ოლქში, სოფელ ხევწვრილში (Çağlıyan köyü). აქ გატარებული ბავშვობა ძალიან კარგად მახსენდება. მეექვსე კლასში ვიყავი, როცა ტრაპიზონში გადავედით საცხოვრებლად. ჩემში ბავშვობის ყველაზე დიდ ასოციაციას ბებიის ნამღერი ქართული სიმღერები იწვევს. ის წარმოშობით მაჭახელიდან იყო. მისი სიმღერები მილამაზებდა ბავშვობის დღეებს და ისინი ახლაც მახსოვს...
- დღეს თუ ჩადიხართ ბავშვობის ალაგზე?
- მშობლიურ სოფელში ოჯახთან ერთად ჩავდივარ ხოლმე და ძალიან ბედნიერი ვარ. ვამაყობ, რომ ამ ულამაზეს და ისტორიულ მხარეში დავიბადე. სხვათა შორის, ჩემი სახლი ისტორიულია და ის 200 წელზე მეტია, რაც დგას. იმ ადგილზე, სადაც დავიბადე, ყველა ქართულად საუბრობს. პატარებმა ბავშობიდანვე ვიცოდით, რომ ჩვენ თურქეთში მაცხოვრებელი ძირძველი ქართველები ვართ.
- ექიმის პროფესია როგორ აირჩიეთ?
- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების დახმარება. მიმაჩნია, რომ ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ ამ სამყაროში. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩემ განათლებასა და განვითარებაში მამაჩემმა და ცნობილმა მწერალმა გურამ ფანჯიკიძემ დიდი წვლილი შეიტანეს. მე ვიცნობდი ბატონ გურამს, რომელიც ყოველთვის მეუბნებოდა, შენ ორი ქვეყნის - საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სისტემებს შორის საყრდენი ხიდი იქნებიო. სულ მახსოვს ეს სიტყვები და ვცდილობ, რომ მისი იმედები გავამართლო.
- უმაღლესი განათლება თბილისში მიიღეთ?
- დიახ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე. იმ უნივერსიტეტმა, გარემომ, ლექტორებმა და კურსელებმა ჩემში დიდი კვალი დატოვეს. ყველაფერი ძალიან კარგად მახსენდება და იმ დროის ამბები ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებებია.
- გავიგე, რომ თურქეთში ძალიან ბევრ ქართველ ემიგრანტს უანგაროდ ეხმარებით, მართალია?
- თურქეთში სამედიცინო სფეროში მუშაობის დაწყების დღიდან ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი პაციენტი შემხვდა. მათ შეძლებისდაგვარად და, როგორც ბრძანეთ, უანგაროდ ვეხმარები. ამ თემაზე საქართველოსა და თურქეთში შესაბამის სამსახურებთანაც მაქვს კონტაქტი. ძალიან მიხარია, რომ თურქეთში ჩამოსულმა ქართველებმა კარგად იციან ჩემ შესახებ და, რაც მთავარია, ვეიმედები მათ. განსხვავებული პაციენტები არიან. ქართველები, როგორც საერთოდ კავკასიელებს ახასიათებს, ძალიან ემოციურები არიან და ეს მკურნალობის დროსაც აშკარად ვლინდება.
- სამწუხაროდ, ფატალურ შემთხვევებსაც აქვს ადგილი და ვიცი, რომ ასეთ დროსაც არ ტოვებთ ქართველ ჭირისუფალს მარტო...
- როცა ფატალური შემთხვევაა, ასეთ დროს თურქეთში ვუკავშირდები შესაბამის სამსახურებს, რათა გარდაცვლილ პაციენტებს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდეს. საჭიროების შემთხვევაში, მათ სარფამდე გადმოსვენებაშიც უანგაროდ ვეხმარები.
- ქართველი მეუღლე როგორ გაიცანით?
- მომავალი მეუღლის ეროვნებაზე წინასწარ არასდროს მიფიქრია, ჩვენ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი სიყვარული გახდა. ჩემი მეუღლის მამა და მამაჩემი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. მომავალი მეუღლე მაშინ გავიცანი, როცა მამამ სასწავლებლად თბილისში ჩამომიყვანა. დღეს ბედნიერი ოჯახი გვაქვს და ორი შვილი გვყავს. ყველაზე მეტად მიყვარს ოჯახში ყოფნა, ასევე მეგობრებთან შეხვედრაც. მიყვარს თბილისში ჩამოსვლა და რუსთაველზე გავლა. მიყვარს ეს ქვეყანა, რადგან საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა...
- რაიმე მოულოდნელი ამბავი ხომ არ გახსენდებათ მადლიერი ქართველი პაციენტებისგან?
- ერთ სასიამოვნო შემთხვევას გავიხსენებ. თურქეთში სულ რამდენიმე დღის ჩასული ვიყავი, როცა კლინიკაში ქართველი პაციენტი აღმოვაჩინე. ახალგაზრდა ბიჭი დახმარებას ითხოვდა, თუმცა მისი არავის ესმოდა. მოგეხსენებათ, ენის ბარიერი დიდი პრობლემაა. რა თქმა უნდა, მას მაშინვე დავეხმარე. გარკვეული დროის მერე ოჯახთან ერთად ბულვარში ვსეირნობდი, როცა ჩემ წინ მოულოდნელად აღმოჩნდა ადამიანების დიდი ჯგუფი, რომელმაც საჯაროდ მადლობის გადახდა დაიწყო მეგობრის გადარჩენისათვის. მერე მათ სწორედ ის ახალგაზრდა ბიჭი გამოეყო და მაშინ მივხვდი, რაც ხდებოდა. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირად ხდება და ეს ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა. ალბათ ასეთი წუთების გამო ღირდა ამ პროფესიის არჩევა, ყველაზე კეთილშობილური საქმეა სამყაროში...