https://sputnik-georgia.com/20210708/COVID-rezervuari-adamianis-organizmSi-mecnieruli-kvleva-252252141.html
COVID-რეზერვუარი ადამიანის ორგანიზმში: მეცნიერებმა ახალი აღმოჩენა გააკეთეს
COVID-რეზერვუარი ადამიანის ორგანიზმში: მეცნიერებმა ახალი აღმოჩენა გააკეთეს
Sputnik საქართველო
სტომატოლოგების, ოტოლარინგოლოგებისა და პათოლოგ-ანატომების აღმოჩენა ხსნის იმას, რატომ აქვს SARS-CoV-2-ს გადადების ესოდენ მაღალი უნარი. 08.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-08T12:18+0400
2021-07-08T12:18+0400
2023-07-20T15:42+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0f/249448428_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_41f911541d70ec9375941e0281d3998a.jpg
თბილისი, 8 ივლისი − Sputnik. კორონავირუს SARS-CoV-2-ს სანერწყვე ჯირკვლებში გამრავლება შეუძლია, განაცხადა სან-პაულუს უნივერსისტეტის სამედიცინო სკოლის პათოლოგ-ანატომების, სტომატოლოგებისა და ოტოლარინგოლოგების ჯგუფმა.მეცნიერული კვლევა გამოქვეყნებულია გამოცემაში The Journal of Pathology.გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა იმ პაციენტების სამი ტიპის სანერწყვე ჯირკვლების (ყბაყურა, ყბისქვეშა და მცირე) ნიმუშები გააანალიზეს, რომლებიც COVID-19-ით გარდაიცვალნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სწორედ ნერწყვის წარმოება-გამოყოფაზე პასუხისმგებელი ჯირკვლები ასრულებს ინფექციის „რეზერვუარების“ როლს.მკვლევარები ელექტრონული მიკროსკოპით აკვირდებოდნენ არა მარტო პათოგენის არსებობას, არამედ მის უჯრედებში რეპლიკაციასაც.მანამდე მეცნიერებმა სანერწყვე ჯირკვლების სადინარებში ACE2-რეცეპტორები აღმოაჩინეს, რომლებსაც უკავშირდება კიდეც SARS-CoV-2-ის მომჭიდებელი ცილა და მათ ინფექციის „ჭიშკრად“ აქცევს.ამასთან მანამდე ასევე დამტკიცდა, რომ გარდა ACE2-ისა, სანერწყვე ჯირკვლებში კიდევ მინიმუმ ორი რეცეპტორი − TMPRSS2 და ფურინი ასრულებენ პათოგენის სამიზნეების როლს.აქამდე მიიჩნეოდა, რომ ვირუსი ადამიანის ორგანიზმში ძირითადად ცხვირის გავლით ხვდება, ახალი კვლევის საფუძველზე მეცნიერები შეამოწმებენ, შეიძლება თუ არა, რომ პირის ღრუ იყოს ის გარემო, საიდანაც ვირუსი პირდაპირ აღწევს ორგანიზმში.
https://sputnik-georgia.com/20210622/-COVID-19-vaqcinirebul-da-kvlav-inficirebulebs-es-simptomi-aReniSnebaT-252094779.html
https://sputnik-georgia.com/20210528/COVID-19-micvalebulebisgan-ar-gadadis-251867008.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0f/249448428_572:179:2860:1895_1920x0_80_0_0_77d003c6d29edc9587ebb8e475cba242.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
COVID-რეზერვუარი ადამიანის ორგანიზმში: მეცნიერებმა ახალი აღმოჩენა გააკეთეს
12:18 08.07.2021 (განახლებულია: 15:42 20.07.2023) სტომატოლოგების, ოტოლარინგოლოგებისა და პათოლოგ-ანატომების აღმოჩენა ხსნის იმას, რატომ აქვს SARS-CoV-2-ს გადადების ესოდენ მაღალი უნარი.
თბილისი, 8 ივლისი − Sputnik. კორონავირუს SARS-CoV-2-ს სანერწყვე ჯირკვლებში გამრავლება შეუძლია, განაცხადა სან-პაულუს უნივერსისტეტის სამედიცინო სკოლის პათოლოგ-ანატომების, სტომატოლოგებისა და ოტოლარინგოლოგების ჯგუფმა.
მეცნიერული კვლევა გამოქვეყნებულია გამოცემაში
The Journal of Pathology.გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა იმ პაციენტების სამი ტიპის სანერწყვე ჯირკვლების (ყბაყურა, ყბისქვეშა და მცირე) ნიმუშები გააანალიზეს, რომლებიც COVID-19-ით გარდაიცვალნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სწორედ ნერწყვის წარმოება-გამოყოფაზე პასუხისმგებელი ჯირკვლები ასრულებს ინფექციის „რეზერვუარების“ როლს.
მკვლევარები ელექტრონული მიკროსკოპით აკვირდებოდნენ არა მარტო პათოგენის არსებობას, არამედ მის უჯრედებში რეპლიკაციასაც.
„აქამდე მიიჩნეოდა, რომ სანერწყვე ჯირკვლებს რეზერვუარებად მხოლოდ ისეთი გავრცელებული დაავადების ვირუსები იყენებდნენ, როგორიცაა ჰერპესი. ჩვენმა აღმოჩენამ შეიძლება ახსნას, რატომ აქვს SARS-CoV-2-ს გადადების ესოდენ მაღალი უნარი“, − განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ბრუნო ფერნანდეს მატუკმა.
მანამდე მეცნიერებმა სანერწყვე ჯირკვლების სადინარებში ACE2-რეცეპტორები აღმოაჩინეს, რომლებსაც უკავშირდება კიდეც SARS-CoV-2-ის მომჭიდებელი ცილა და მათ ინფექციის „ჭიშკრად“ აქცევს.
ამასთან მანამდე ასევე დამტკიცდა, რომ გარდა ACE2-ისა, სანერწყვე ჯირკვლებში კიდევ მინიმუმ ორი რეცეპტორი − TMPRSS2 და ფურინი ასრულებენ პათოგენის სამიზნეების როლს.
აქამდე მიიჩნეოდა, რომ ვირუსი ადამიანის ორგანიზმში ძირითადად ცხვირის გავლით ხვდება, ახალი კვლევის საფუძველზე მეცნიერები შეამოწმებენ, შეიძლება თუ არა, რომ პირის ღრუ იყოს ის გარემო, საიდანაც ვირუსი პირდაპირ აღწევს ორგანიზმში.