https://sputnik-georgia.com/20210707/premierma-Tavdadebuli-SromisTvis-eqimebs-madloba-gadauxada-252240995.html
„მადლობა გმირობისთვის“ – პრემიერმა თავდადებული შრომისთვის ექიმებს მადლობა გადაუხადა
„მადლობა გმირობისთვის“ – პრემიერმა თავდადებული შრომისთვის ექიმებს მადლობა გადაუხადა
Sputnik საქართველო
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს უწყების ათწლიანი გეგმა „ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030“... 07.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-07T13:27+0400
2021-07-07T13:27+0400
2021-10-19T18:00+0400
საზოგადოება
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251134744_0:117:1280:837_1920x0_80_0_0_a665d2df5b0fb32be442013f7e9c73b7.jpg
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ქართველმა ექიმებმა პანდემიასთან ბრძოლაში საოცარი გმირობა გამოიჩინეს – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიკოსთა შრომა ჯანდაცვის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე – „ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030“.თენგიზ ცერცვაძეს „საუკუნის ექიმის" ტიტული მიენიჭა>>ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო და მასთან ბრძოლაში ქართველმა ექიმებმა გმირობა, თავდადება და მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენეს.მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. მისი თქმით, 2012 წლიდან არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, С–ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამა და სხვ.„როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა იყო. დღეს არის ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. სწორედ ამ მიზნით ქალბატონი მინისტრი თავის გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობს. ჩვენ შევიმუშავეთ ათწლიანი განვითარების პირველადი დოკუმენტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და მინისტრს სთხოვა, დეტალურად ესაუბრა იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მთავრობას ამ სისტემის განვითარება.პრემიერის თქმით, დოკუმენტზე მუშაობა კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება და სწორედ ის განსაზღვრავს ამ სფეროს განვითარების ძირითად პრიორიტეტებს.ჯანდაცვის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაცია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარეობს.
https://sputnik-georgia.com/20210630/vaqcinaciaSi-CarTuli-samedicino-dawesebulebebi-samuSao-saaTebs-crian-252177305.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251134744_267:119:1192:813_1920x0_80_0_0_85afbcd7535fa786a91f492b19648ec8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
„მადლობა გმირობისთვის“ – პრემიერმა თავდადებული შრომისთვის ექიმებს მადლობა გადაუხადა
13:27 07.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს უწყების ათწლიანი გეგმა „ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030“ წარმოადგინა.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ქართველმა ექიმებმა პანდემიასთან ბრძოლაში საოცარი გმირობა გამოიჩინეს – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიკოსთა შრომა ჯანდაცვის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე – „ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030“.
ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო და მასთან ბრძოლაში ქართველმა ექიმებმა გმირობა, თავდადება და მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენეს.
„ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე წარვდგე. მე მინდა უპირველესად გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის. ჩვენს პატივცემულ, ღვაწლმოსილ ექიმებს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მთელი მთავრობის სახელით თქვენი გმირობისთვის. რაც თქვენ გააკეთეთ, ეს არის ფასდაუდებელი საქმე ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. მისი თქმით, 2012 წლიდან არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, С–ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამა და სხვ.
„როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა იყო. დღეს არის ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. სწორედ ამ მიზნით ქალბატონი მინისტრი თავის გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობს. ჩვენ შევიმუშავეთ ათწლიანი განვითარების პირველადი დოკუმენტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და მინისტრს სთხოვა, დეტალურად ესაუბრა იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მთავრობას ამ სისტემის განვითარება.
პრემიერის თქმით, დოკუმენტზე მუშაობა კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება და სწორედ ის განსაზღვრავს ამ სფეროს განვითარების ძირითად პრიორიტეტებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაცია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარეობს.