https://sputnik-georgia.com/20210706/rusTavelis-gamzirze-viTareba-ukiduresad-daZabulia-252234470.html
რუსთაველზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია - პოლიციას დამატებითი ძალები შემოჰყავს
რუსთაველზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია - პოლიციას დამატებითი ძალები შემოჰყავს
Sputnik საქართველო
ლგბტ-ს მოწინააღმდგეებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი, დაუშინმეს ჟურნალისტებს და დუმილის აქციის მონაწილეებს ქვები, ბოთლები, ჯოხები. 06.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-06T22:12+0400
2021-07-06T22:12+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252234387_6:0:1280:720_1920x0_80_0_0_f0952b848de9d5eb143ac5e031701d8c.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე, სადაც ორი აქცია იმართებოდა, ვითარება პრაქტიკულად უკონტროლო გახდა.რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რომელიც მათ ყოფდა დუმილის აქციის მონაწილეებთან, რომლებიც გუშინ დაშავებული ჟურნალისტების და საზოგადოების წარმომადგენლების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.ლგბტ-ს წარმომადგენლების მხარდამჭერები ადგილიდან პოლიციას გაჰყავს. კონტრაქციის მონაწილეები, რომლებიც ქაშუეთის ტაძართან იყვნენ შეკრებილები, დუმილის აქციის მონაწილეებს ესვრიან ბოთლებს, ჯოხებს, ქვებს. რადიკალურად განწყობილი პირები პოლიციას აღარ ემორჩილებიან. პოლიციას დამატებითი ძალები შემოჰყავს.ლგბტ-ს მხარდამჭერები პოლიციას მოუწოდებენ, რადიკალურად განწყობილი პირების წინააღმდეგ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები.ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტის განცხადებით, კონტრაქციის მონაწილეებმა გამოიყენეს წიწაკის სპრეი და არიან დაშავებული ადამიანები.5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ და მათი მხარდამჭერი აქტივისტების მიერ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი იყო აქცია „ღირსების მარში". მაგრამ უკვე დილის 11 საათზე, დაგეგმილ მარშამდე დიდი ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე „ზნეობის მცველების" აგრესიული კონტრაქცია დაიწყო.გამზირზე ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მომხრეები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ღირებულებების დამცველების” აგრესიის სამიზნე ჟურნალისტები გახდნენ. მათ სცემდნენ ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ, უმტვრევდნენ აპარატურას, შეურაცხყოფას აყენებდნენ, განურჩევლად იმისა ვინ რომელ მედიას წარმოადგენდა. თავს დაესხნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს, რიგით გამვლელებს, რომელთა გარეგნობამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. ქალაქში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ „ღირსების მარში" არ ჩატარდებოდა.არეულობების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული.5 ივლისს 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, დღეს ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სამი ადამიანი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, დღეს საღამოს აქციაზე რამდენი ადამიანი დააკავა პოლიციამ.
https://sputnik-georgia.com/20210706/Sss-rusTavelis-gamzirze-dagegnili-aqciebis-monawileebs-afrTxilebs-252232633.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252234387_116:0:1262:720_1920x0_80_0_0_2db67910c7b4635408be228a3a7bcdf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
რუსთაველზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია - პოლიციას დამატებითი ძალები შემოჰყავს
22:12 06.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ლგბტ-ს მოწინააღმდგეებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი, დაუშინმეს ჟურნალისტებს და დუმილის აქციის მონაწილეებს ქვები, ბოთლები, ჯოხები.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე, სადაც ორი აქცია იმართებოდა, ვითარება პრაქტიკულად უკონტროლო გახდა.
რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რომელიც მათ ყოფდა დუმილის აქციის მონაწილეებთან, რომლებიც გუშინ დაშავებული ჟურნალისტების და საზოგადოების წარმომადგენლების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
ლგბტ-ს წარმომადგენლების მხარდამჭერები ადგილიდან პოლიციას გაჰყავს. კონტრაქციის მონაწილეები, რომლებიც ქაშუეთის ტაძართან იყვნენ შეკრებილები, დუმილის აქციის მონაწილეებს ესვრიან ბოთლებს, ჯოხებს, ქვებს. რადიკალურად განწყობილი პირები პოლიციას აღარ ემორჩილებიან. პოლიციას დამატებითი ძალები შემოჰყავს.
ლგბტ-ს მხარდამჭერები პოლიციას მოუწოდებენ, რადიკალურად განწყობილი პირების წინააღმდეგ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები.
ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტის განცხადებით, კონტრაქციის მონაწილეებმა გამოიყენეს წიწაკის სპრეი და არიან დაშავებული ადამიანები.
5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ და მათი მხარდამჭერი აქტივისტების მიერ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი იყო აქცია „ღირსების მარში". მაგრამ უკვე დილის 11 საათზე, დაგეგმილ მარშამდე დიდი ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე „ზნეობის მცველების" აგრესიული კონტრაქცია დაიწყო.
გამზირზე ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მომხრეები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ღირებულებების დამცველების” აგრესიის სამიზნე ჟურნალისტები გახდნენ. მათ სცემდნენ ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ, უმტვრევდნენ აპარატურას, შეურაცხყოფას აყენებდნენ, განურჩევლად იმისა ვინ რომელ მედიას წარმოადგენდა. თავს დაესხნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს, რიგით გამვლელებს, რომელთა გარეგნობამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. ქალაქში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ „ღირსების მარში" არ ჩატარდებოდა.
არეულობების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული.
5 ივლისს 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, დღეს ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სამი ადამიანი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, დღეს საღამოს აქციაზე რამდენი ადამიანი დააკავა პოლიციამ.