შსს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციების მონაწილეებს აფრთხილებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია აქციაზე
საპატრულო პოლიცია აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
ამ წუთებში პარლამენტთან ერთბაშად ორი აქცია იკრიბება – დუმილის აქცია დაშავებული ჟურნალისტების და საზოგადოების წარმომადგენლების მხარდასაჭერად და რადიკალურად განწყობილი დაჯგუფებების კონტრაქცია.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ცენტრში მიმდინარე აქციების მონაწილეებს მოუწოდა, არ გასცდნენ კანონის ფარგლებს.
ამ წუთებში პარლამენტთან ერთბაშად ორი აქცია იკრიბება – დუმილის აქცია დაშავებული ჟურნალისტების და საზოგადოების წარმომადგენლების მხარდასაჭერად და რადიკალურად განწყობილი დაჯგუფებების კონტრაქცია.
„მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყებამ ასევე მოუწოდა მასმედიის წარმომადგენლებს, ითანამშრომლონ პოლიციელებთან, გაითვალისწინონ მათი მითითებები და რეკომენდაციები.
ტელეოპერატორები - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
დღეს კანცელარიის შენობასთან მასმედიის წარმომადგენლების აქცია დაანონსდა
გარდა ამისა, შსს აცხადებს, რომ სამართალდარღვევის შემთხვევაში მოახდენს რეაგირებას როგორც აქციის, ისე კონტრაქციის ფარგლებში.
დუმილის აქცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ დაანონსდა.
5 ივლისს ლგბტ–თემის წარმომადგენლების უფლებების დასაცავად დაანონსებული „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეებმა ჯერ მარში ჩაშალეს, შემდეგ თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და, მათი აზრით, „არასწორად“ ჩაცმულ ახალგაზრდებს. მათ ასევე დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისები. თავდასხმების შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 ჟურნალისტია. ამ დროისთვის პოლიციამ 5 ივლისის მოვლენებისთვის ადმინისტრაციული წესით 8 ადამიანი დააკავა, ხოლო სამი პირი – ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე. მათგან ორი ადამიანი წარსულში ნასამართლევია.
ყველა ახალი ამბავი
0