https://sputnik-georgia.com/20210706/premierma-ekonomikis-prioriteti-daasaxela-252228903.html
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეკონომიკის მომდევნო 10 წლის მთავარი პროპრიტეტი დაასახელა
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეკონომიკის მომდევნო 10 წლის მთავარი პროპრიტეტი დაასახელა
Sputnik საქართველო
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 10-წლიანი სამთავრობო გეგმის ფარგლებში შემუშავებული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია... 06.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-06T16:51+0400
2021-07-06T16:51+0400
2021-10-19T18:00+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250989040_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_7d0340125c0a3bef7d5c719849736658.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის – „ეკონომიკა–2030" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.დღეს გაიმართა ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს პრემიერის მიერ ინიცირებული ათწლიანი სამთავრობო გეგმის ფარგლებში შემუშავდა. პრემიერის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი.„მე შორს არ წავალ და არ გაგახსენებთ, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ ძალიან ბევრი გაურკვეველი ეკონომიკური პოლიტიკის მომსწრენი გავხდით“, – თქვა ღარიბაშვილმა.შედეგად ქვეყანამ მიიღო ძალიან ბევრი დანგრეული ადგილობრივი წარმოება, გაჩერებული ქარხნები, ფაბრიკები, ძალიან ბევრმა, ასობით ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი და მოსახლეობა გაღარიბდა, რაც, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირდაპირ ასე შეიძლება ითქვას – არის ტრაგედია, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.პრემიერის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის შემდეგ, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ნომერი პირველი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი განვითარებისთვის, მთავარი პრობლემა „არის ეკონომიკური სიდუხჭირე და სიღარიბე ჩვენი მოსახლეობის“.პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარმოადგენენ, რაც, მთავრობის აზრით, ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის მომდევნო წლების სახელმძღვანელო იქნება.„ეკონომიკა–2030"-ის პრეზენტაცია დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ წარმოადგინა.ბიოლის ველნეს კურორტზე გამართულ ღონისძიებას ასევე დაესწრნენ პარლამენტის დეპუტატები, საქართველოს ბიზნეს-გაერთიანებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
https://sputnik-georgia.com/20210701/levan-daviTaSvili-soflis-ganviTarebis-programa-252182806.html
https://sputnik-georgia.com/20210701/RaribaSvili-bevri-produqti-Semogvaqvs-252182237.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250989040_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_8ddb2cb6ca4f30db73ca309b58a17204.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეკონომიკის მომდევნო 10 წლის მთავარი პროპრიტეტი დაასახელა
16:51 06.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 10-წლიანი სამთავრობო გეგმის ფარგლებში შემუშავებული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის – „ეკონომიკა–2030" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
დღეს გაიმართა ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს პრემიერის მიერ ინიცირებული ათწლიანი სამთავრობო გეგმის ფარგლებში შემუშავდა.
„რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება. რაც მთავარია, ეს გეგმა, ეს პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭირვალე, გახსნილი, ღია და პროგნოზირებადი. ჩვენ უნდა გავხადოთ გარემო პროგნოზირებადი, რომ ვერავითარმა რყევამ ვერ შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი.
„მე შორს არ წავალ და არ გაგახსენებთ, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ ძალიან ბევრი გაურკვეველი ეკონომიკური პოლიტიკის მომსწრენი გავხდით“, – თქვა ღარიბაშვილმა.
შედეგად ქვეყანამ მიიღო ძალიან ბევრი დანგრეული ადგილობრივი წარმოება, გაჩერებული ქარხნები, ფაბრიკები, ძალიან ბევრმა, ასობით ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი და მოსახლეობა გაღარიბდა, რაც, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირდაპირ ასე შეიძლება ითქვას – არის ტრაგედია, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.
პრემიერის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის შემდეგ, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ნომერი პირველი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი განვითარებისთვის, მთავარი პრობლემა „არის ეკონომიკური სიდუხჭირე და სიღარიბე ჩვენი მოსახლეობის“.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარმოადგენენ, რაც, მთავრობის აზრით, ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის მომდევნო წლების სახელმძღვანელო იქნება.
„ეკონომიკა–2030"-ის პრეზენტაცია დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ წარმოადგინა.
ბიოლის ველნეს კურორტზე გამართულ ღონისძიებას ასევე დაესწრნენ პარლამენტის დეპუტატები, საქართველოს ბიზნეს-გაერთიანებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.