https://sputnik-georgia.com/20210701/RaribaSvili-bevri-produqti-Semogvaqvs-252182237.html
ირაკლი ღარიბაშვილი: უცხოეთიდან ძალიან ბევრი პროდუქტი შემოგვაქვს
ირაკლი ღარიბაშვილი: უცხოეთიდან ძალიან ბევრი პროდუქტი შემოგვაქვს
Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრის გათვლებით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობამ სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი... 01.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-01T13:43+0400
2021-07-01T13:43+0400
2021-10-19T18:00+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251134782_0:0:1058:598_1920x0_80_0_0_bc82de544d69566367d1337b44940a7f.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანა მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030" პრეზენტაციაზე.პრემიერის თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს. ამის გარდა კერძო სექტორის მხრიდან ამ სექტორში დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა.„ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქის დასაქმება და მეტი ჩართულობა სოფლის მეურნეობაში.„რა თქმა უნდა, ჩვენ ვგულისხმობთ რეგიონების განვითარებას, გაძლიერებას", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი სამინისტროა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიანი ხედვა წარმოადგინა.
https://sputnik-georgia.com/20210629/kreditebi-fermerebisTvis-ufro-xelmisawvdomi-gaxdeba-252157501.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251134782_19:0:1027:634_1920x0_80_0_0_06d5f69d369f6e0c0e54d6700cf8302b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილი: უცხოეთიდან ძალიან ბევრი პროდუქტი შემოგვაქვს
13:43 01.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) პრემიერ-მინისტრის გათვლებით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობამ სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარი უნდა შეადგინოს.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანა მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030" პრეზენტაციაზე.
„ჩვენ ძალიან ბევრი იმპორტირებული პროდუქტი შემოგვაქვს. ჩვენ არ ვართ, რა თქმა უნდა, იმპორტის წინააღმდეგი, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მეტის წარმოება ქვეყანაში და სწორედ ამ მიზნით ჩვენ წარმოგიდგენთ იმ პროგრამებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს. ამის გარდა კერძო სექტორის მხრიდან ამ სექტორში დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა.
„ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქის დასაქმება და მეტი ჩართულობა სოფლის მეურნეობაში.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვგულისხმობთ რეგიონების განვითარებას, გაძლიერებას", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი სამინისტროა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიანი ხედვა წარმოადგინა.