https://sputnik-georgia.com/20210706/gamyreliZe-vaqcinaciis-aqtivoba-252230939.html
გამყრელიძე: ვაქცინაციის აქტივობის გასაზრდელად საჭიროა მეტი საინფორმაციო კამპანია
გამყრელიძე: ვაქცინაციის აქტივობის გასაზრდელად საჭიროა მეტი საინფორმაციო კამპანია
Sputnik საქართველო
სასურველია, რომ შემოდგომას შევხვდეთ უსაფრთხო უნივერსიტეტებით, სკოლებითა და ბაღებით, ეს აუცილებელია პანდემიის დასამარცხებლად, აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 06.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-06T19:21+0400
2021-07-06T19:21+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270900_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_3870a991552cc2e9f0823b5f8d011c23.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ვაქცინაციასთან დაკავშირებით აქტივობის გასაზრდელად საჭიროა მოსახლეობასთან მუშაობა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელია შემოდგომისთვის ადამიანების მაქსიმალურად დიდი რაოდენობა იყოს აცრილი. ის ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა.„მივესალმებით სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივას, რომელმაც დააანონსა, რომ სტუდენტები და მასწავლებელები ძირითადად ყველა უნდა იყოს აცრილი შემოდგომისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადამიანების 61 პროცენტია აცრილი და გეგმის მიხედვით დაწესებულება აგვისტოს 100-პროცენტიანი მაჩვენებლით შეხვდება.„გვაქვს გეგმა – აგვისტოს შუა რიცხვებში ყველა ვიყოთ აცრილი, ისევე, როგორც აუცილებელია, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ყველა ჩემი კოლეგა იყოს აცრილი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.საქართველოში 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყანაში შემოტანილია ჩინური ვაქცინები Sinopharm და Sinovac. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის 350 ბრიგადა და 150 კლინიკა მოამზადა.ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში აიცრა 272.810 მოქალაქე, ორჯერადად – 107.377 პირი.
https://sputnik-georgia.com/20210706/tBILISIS-samedicino-universiteti-vaqcinaciis-procesSi-252226455.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270900_133:0:2266:1600_1920x0_80_0_0_779936d2a4e2e42a6495ee33cb035d22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
გამყრელიძე: ვაქცინაციის აქტივობის გასაზრდელად საჭიროა მეტი საინფორმაციო კამპანია
19:21 06.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) სასურველია, რომ შემოდგომას შევხვდეთ უსაფრთხო უნივერსიტეტებით, სკოლებითა და ბაღებით, ეს აუცილებელია პანდემიის დასამარცხებლად, აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ვაქცინაციასთან დაკავშირებით აქტივობის გასაზრდელად საჭიროა მოსახლეობასთან მუშაობა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელია შემოდგომისთვის ადამიანების მაქსიმალურად დიდი რაოდენობა იყოს აცრილი. ის ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა.
„მივესალმებით სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივას, რომელმაც დააანონსა, რომ სტუდენტები და მასწავლებელები ძირითადად ყველა უნდა იყოს აცრილი შემოდგომისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადამიანების 61 პროცენტია აცრილი და გეგმის მიხედვით დაწესებულება აგვისტოს 100-პროცენტიანი მაჩვენებლით შეხვდება.
„გვაქვს გეგმა – აგვისტოს შუა რიცხვებში ყველა ვიყოთ აცრილი, ისევე, როგორც აუცილებელია, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ყველა ჩემი კოლეგა იყოს აცრილი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყანაში შემოტანილია ჩინური ვაქცინები Sinopharm და Sinovac. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის 350 ბრიგადა და 150 კლინიკა მოამზადა.
ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში აიცრა 272.810 მოქალაქე, ორჯერადად – 107.377 პირი.