ლევან დავითაშვილი: პროგრამა „დანერგე მომავალი" სულ უფრო პოპულარული ხდება

© photo: Pixabay / Couleurბალი
ბალი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 12.9 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსება 81.1 მილიონ ლარს აჭარბებს.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამით „დანერგე მომავალი“ ბლის ბაღი 204 ჰექტარზეა გაშენებული, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ხეხილის ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
საქართველოს მთავრობა ხეხილის ბაღების გაშენებას მთელი ქვეყნის მასშტაბით დააფინანსებს
„პროგრამა „დანერგე მომავალი” სტრატეგიული მნიშვნელობისაა მეხილეობის განვითარებისთვის და განსაკუთრებული წარმატებით მუშაობს. პროგრამაში მრავალი ფერმერია ჩართული და ყოველწლიურად ის სულ უფრო პოპულარული ხდება. ფერმერების მხრიდან წელსაც განსაკუთრებული აქტივობაა; 7 ათასზე მეტი კონტრაქტია გეგმაში, რაც უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილმა და შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ახლად გაშენებული ბლის ბაღი დაათვალიერეს.
პროგრამით „დანერგე მომავალი“ ბლის ბაღი შპს „ჩერი.ჯემ“ 11 ჰექტარზე გააშენა. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 112 ათასი ლარია; ჭაბურღილის მოსაწყობად კომპანიამ 18 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო. „ჩერი.ჯე“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ბენეფიციარია. ბლის ბაღის გაშენებისთვის სესხის თანხა 1,5 მლნ ლარს აჭარბებს.
ლურჯი მოცვი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
ქართული კენკრის ექსპორტი აქტიურად ვითარდება
„კომპანია „ჩერი.ჯეს” ბლის ბაღი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის გაშენებული და, რაც ძალიან სასიხარულოა, მათ ქართული წარმოების სარწყავი სისტემები აქვთ, ასევე ადგილზე დამზადებული სეტყვის საწინააღმდეგო კონსტრუქციები, ბეტონის ბოძები, რომელიც ბოლო წლებია საქართველოში იწარმოება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 12,9 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსება 81,1 მილიონ ლარს აჭარბებს.
პროექტი „დანერგე მომავალი“, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება, სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ შემადგენელი ნაწილია და სახელმწიფოს მხრიდან ხეხილის ბაღების განახლება-გაშენებისთვის ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0