New One-ის გიტარისტი ჯგუფიდან გუშინდელი აქციის გამო გაუშვეს – დეტალები

© Photo: Tika Balanchine / FBთიკა ბალანჩინი დავით ბარნაბიშვილი
თიკა ბალანჩინი დავით ბარნაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
ქართული ჯგუფი New One-ის გიტარისტი სკანდალში ეხვევა. ნახეთ რა კავშირი აქვს ლევან შარაშიძეს გუშინდელ აქციასთან.
ჯგუფი New One განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მუსიკალური ჯგუფი სამუდამოდ დაემშვიდობა თავის გიტარისტს ლევან შარაშიძეს, რომელიც გუშინ „პრაიდის“ კონტრაქციაზე იმყოფებოდა.
როგორც ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, შეუსაბამოა – იყო მუსიკოსი და იყო კომბლე აქციაზე შეძახილებით „გაიძუყნებით, ვირთხებო”, და ხელებს უქნევდე საკუთარ მოქალაქეებს, გძულდეს და მოუწოდო ხალხს ჩაგვრისა და აგრესიისკენ.
თავის მხრივ, ლევან შარაშიძემაც გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ჯგუფს ტოვებს, რადგან საკუთარი შეხედულებების დაფიქსირების გამო ჯგუფის წევრებმა ზურგი აქციეს და გალანძღეს.
ტელეოპერატორები - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
დღეს კანცელარიის შენობასთან მასმედიის წარმომადგენლების აქცია დაანონსდა
„მადლობა ყველას, კარგი დღეები ბევრი გვაქვს გასახსენებელი, კარგი კონცერტები, კარგი სცენა, კარგ მუსიკას ვუკრავდით ერთად, ორგანულს, ნამდვილ ემოციას, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, როგორც „ცხოვრებაში”, ისე მუსიკაშიც, ცარიელ ადგილას, “ჩვენ რომ პაუზას ვეძახით”, – წერს გიტარისტი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ სექს-უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც გუშინ, 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო. მაგრამ დილის 11 საათიდან რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია დაიწყო.
„ღირსების მარშის“ და „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ თითქმის ყველა ტელეარხის გადამღებ ჯგუფებს. აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა ჟურნალისტებს მუშაობისა და აქციის გაშუქების საშუალება არ მისცეს, დაუზიანეს ტექნიკა. მასმედიის რამდენიმე წარმომადგენელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. შსს-ს ცნობით, გამოვლენილია ძალადობის 55 ფაქტი, აქედან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართ არის ჩადენილი.
შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები ორი მუხლით აღძრა – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და ძალადობა. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია 11 პირი.
ყველა ახალი ამბავი
0